იცით თუ არა, რომ ზოდიაქოს ნიშანი არა მარტო ხასიათის კონკრეტულ თვისებებს განაპირობებს ადამიანში,
არამედ იმასაც განსაზღვრავს, თუ როდის "დაუმუშავდება" სმენა მამაკაცს საიმისოდ, რომ მანდილოსნებისთვის სანატრელი "მენდელსონის მარშის" მოსასმენად იყოს მზადყოფნაში...
ვერძი
ტემპერამენტიანი, ფიცხი და ინფანტილური კაცია. სწრაფად აალდება, სწრაფადვე ქრება. ამიტომ, იღებს რა სასურველს რეალობად, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში ხშირად უცრუვდება იმედი. პირველი ნიშანი ვერძის მხრიდან იმისა, რომ მან თქვენი ურთიერთობის უფრო სერიოზულ დონეზე გადაყვანა ჩაიფიქრა, მისი საეჭვო სიმშვიდე და მეგობრებთან ერთად ხმაურიან გართობაზე უარის თქმა იქნება. გარდა ამისა, იგი აუცილებლად დაინტერესდება საბინაო საკითხებით და სამსახურში დაწინაურების პრობლემასაც აქტიურად გადაჭრის. შეყვარებულ ვერძს ხომ თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა ერთიორად უმაღლდება. ამიტომ ნუ გაგანაწყენებთ ის, თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებს, ვიდრე თქვენთან, ამას ხომ ის თქვენი სამომავლო, კომფორტული თანაცხოვრებისთვის აკეთებს.
კურო
ჯიუტი, ინერტული მაგრამ უჩვეულოდ გულსათუთია. ლამის დაბადებიდანვე ნათლად აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური ოჯახის მოდელი. შესაბამისად, ზუსტად იცის ისიც, კონკრეტულად როგორი ქალი სჭირდება ცხოვრების მეგზურად გვერდით. ამიტომ თუ ეს კონკრეტული ქალი სწორედ თქვენ აღმოჩნდით და არა ვინმე ნათია, კურო ყოველგვარი რევერანსის გარეშე გთხოვთ გულს, ხელს და ერთჯერად ხელსახოცს ვინმე გამვლელს, თქვენი ცრემლების შესამშრალებლად. მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანზე ქორწინებას გადაწყვეტს, კუროს ემოციური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად იცვლება. იგი უფრო მოქნილი და ენერგიული ხდება. ამასთან ერთად, მასში ეგოიზმის დონეც მოიმატებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი თქვენგან გამუდმებით ყურადღებას, მოფერებას და თაყვანისცემას მოითხოვს, ისე, თითქოს თქვენ კი არა, ის იყოს მომავალი პატარძალი. გაგრძელება