ნათქვამია და პრაქტიკაშიც აპრობირებული, რომ "აქილევსის ქუსლი" ყველა ჩვენგანს გააჩნია. ამიტომ საიმისოდ, რომ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, ან უბრალოდ ჩხუბის მერე მარტივად შემოირიგოთ აუცილებელია იცოდეთ მისი მოთაფლვის მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. რომელსაც ზუსტად ამ სტატიაში გასწავლით ჩვენ:
ვერძის მოთაფლვა მისი უპირატესობის აღიარებით შეიძლება. აღიარეთ, რომ ტყუოდით მასთან. შეუქეთ გამჭრიახობა, ჭკუა და საზრიანი მიდგომა პრობლემების გადაწყვეტისას.
კუროს მოთაფლვა მშვიდი საუბრით შეიძლება, აუცილებლად გემრიელი ლანჩის ან ვახშმის თანხლებით. კუროს გულისკენ მიმავალი გზა ყოველთვის კუჭზე გადის.
ტყუპის მოთაფლვა რაიმე საინტერესო ღონისძიებაზე მიპატიჟებით შეიძლება. მიეცით ხელში ახალი გასართობი, როგორც ბავშვს - იგი წამში დაივიწყებს რა ეწყინა თქვენგან.
კირჩხიბის მოთაფლვა მისი ოჯახის წევრების განებივრებით უნდა დაიწყოთ. კიბო სენტიმენტებისგან დადნება, თუკი მის ახლობლებს ასიამოვნებთ.
ლომის მოთაფლვა მხოლოდ და მხოლოდ ქება დიდებით შეიძლება. შეუქეთ სიბრძნე, თანამშრომლების მართვის სტილი ან სულაც მოდური ჩანთა. იგი ბედნიერი იქნება.
ქალწულის მოთაფლვა პრაქტიკული საჩუქრებით შეგიძლიათ. აჩუქეთ ისეთი ნივთები, რომელშიც ფულის გადახდა ენანება (მაგ. ცოცხი, მტვერსასრუტი, ჭიკარტი ან კომპიუტესი მაუსი).
სრულად იხილეთ...