ახალი წელი უკვე ძალაშია და ჩვენც მზად ვართ, დავსახოთ სამომავლო გეგმები და დაველოდოთ სასიკეთო ცვლილებებს. ყოველ წელს, როცა წარსულის შედეგებს ვაკეთებთ, ვცდილობ მომავალში დავხვეწოთ საკუთარი თავი, ქცევები, ურთიერთობები და საერთოდაც, შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.
გთავაზობთ რჩევებს იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც უნდა მიიღოთ თქვენი ჰოროსკოპის ნიშნების გათვალისწინებით 2016 წელს.
ვერძი
დაიწყეთ მედიტაციების ჩატარება. ეს დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ წონასწორობა და მიაღწიოთ წარმატებას.
მშვილდოსანი
ნუ ეცდებით დაფაროთ თქვენი ემოციები შესანიშნავი იუმორის გრძნობის მიღმა.
კირჩხიბი
თქვენ, ცოტა არ იყოს, ჩაკეტილი ადამიანი ხართ. ამიტომაც მიეცით საკუთარ თავს პირობა, 2016 წელს მეტად გაეხსნათ გარშემომყოფებს.
თხის რქა
თქვენ უფრო ფიქრისა და განსჯისკენ ხართ მიდრეკილი და არც ისე ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. შეეცადეთ წელს მეტად ოპტიმისტურად შეხედოთ ცხოვრებას.
მერწყული
მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ შეგიყვარდებათ. ნუ გეშინიათ ახალი ურთიერთობებისა და გრძნობის.
სასწორი
მიიღეთ გადაწყვეტილება, მოაშოროთ საკუთარი ცხოვრებიდან არაჯანმრთელი ურთიერთობები. უბრალოდ, გაწყვიტეთ ისინი.
თევზები
მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ უნდა გაემგზავროთ. გააკეთეთ ეს ამ წელს და მიიღეთ ემოციების ზღვა და შეიძინეთ ახალი მეგობრები.
მორიელი
ჯიუტი ხასიათით გამოირჩევით, მაგრამ წელს მოგიწევთ უფრო დამთმობი იყოთ და ისწავლოთ, თუნდაც ხანდახან მოიხადოთ ბოდიში საკუთარი საქციელის გამო.
ტყუპი
თავგადასავლების მაძიებელი ხართ და გამუდმებით ცვლილებებისკენ ისწრაფვით. კარგი იქნება, თუკი წელს დღიურის წერას დაიწყებთ, რათა თვალყური ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსა და თავგადასავლებს.
ლომი
მიიღეთ გადაწყვეტილება, დაგეგმოთ ყველაფერი და მკაცრად მიჰყვეთ დასახულ გეგმებს.
კურო
რა თქმა უნდა, რთულია დაგეგმოთ რაიმე გრანდიოზული და სპონტანური, მაგრამ წელს აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს.
ქალწული
გადაწყვიტეთ გააკეთოთ ის, რაც აქამდე გაშინებდათ. დაგეგმეთ და განახორციელეთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნებები.
მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ ახალ, 2016 წელს!