დავიწყო დიეტა, თავი დავანებო მოწევას (თუკი ვეწევი), დავიწყო ვარჯიში – ყველამ კარგად ვიცით ამ გლობალური ცვლილებების ფასი.
ცხოვრებისეული სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე გრძელი გზის დაწყებაც კი უფრო მარტივია მოკლე ნაბიჯებით.
გთავაზობთ 20 მარტივ იდეას, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ბევრად სასიამოვნოს გახდის.
1. გაუღიმეთ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს, ნაცნობია ის თუ უცნობი.
2. დილით, გაღვიძებისას, გაიზმორეთ, როგორც კატა. შემდეგ დადექით იატაკზე და მიეცით სხეულს საშუალება, "აიკრიფოს": თავისუფლად გადაიხარეთ წინ – ძალდატანების გარეშე, უბრალოდ, მიენდეთ საკუთარი სხეულის სიმძიმეს. მაქსიმალურად მოადუნეთ კისერი, ხერხემალი და დაჰყავით ამ პოზაში 5-6 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.
3. ყოველთვის თან ატარეთ უბის წიგნაკი (შეგიძლიათ ელექტრონული), რათა მაშინვე ჩაინიშნოთ კარგი აზრები, თუკი ისინი თავში მოგივათ.
4. იპოვეთ წითელი პომადის ის ტონი, რომელიც მართლაც უხდება თქვენი კანის ფერს.
5. სამსახურამდე ან სახლამდე გზის ნაწილი ფეხით გაიარეთ – დღეში ნახევარი საათი სიარული სრულიად საკმარისი იქნება.
6. სცადეთ ხშირად უპასუხოთ "არა" – განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როცა "კის" მხოლოდ იმიტომ ამბობთ, რომ ვიღაცას ასე მოსწონს ან უნდა.
7. ჩამოწერეთ საყიდლების სია იქამდე, სანამ მაღაზიაში წახვიდოდეთ.
8. ნუ მოინუსხებით სერვისებით, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, მიგიზიდონ აქციებითა და ფასდაკლებებით.
9. თუნდაც ერთხელ ამ ზამთარში, მოახერხეთ და წადით თხილამურებით ან ციგურებზე სასრიალოდ. უბრალოდ ისე – იქნებ მოგეწონოთ?
10. გადადით დამატენიანებელ კრემზე SPF-ეფექტით.
11. დაიწყეთ ხარჯების აღრიცხვა (ჩამოწერა), თვის ბოლოს კი ნახეთ, რა მიიღეთ.
12. მიიტანეთ ოფისში ქოთნის ყვავილი და გააცოცხლეთ თქვენი სამუშაო ადგილი.
13. შეადგინეთ საქმეების სია პირდაპირ კალენდარზე, დღის ან საათის აღნიშვნით.
14. მოძებნეთ კარგი მკერავი და შეუკვეთეთ ის სამოსი, რომელიც მხოლოდ თქვენ მოგიხდებათ და ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
15. აუცილებლად ჭამეთ იქამდე, სანამ პროდუქტების საყიდლად გაეშურებოდეთ.
16. დაიდეთ ჩოგბურთის ბურთი სამუშაო მაგიდის ქვეშ, დღის განმავლობაში გაიხადეთ ფეხზე და აგორავეთ ის ტერფებით.
17. დალიეთ რამდენიმე ყლუპი სუფთა წყალი, როცა ტუალეტიდან დაბრუნდებით.
18. ისარგებლეთ პროფესიონალი კონსულტანტის რჩევით და მოძებნეთ ბიუსტჰალტერის ის ფორმა და ზომა, რომელიც თქვენ მართლაც გიხდებათ და კარგად გაქვთ.
19. გამორთეთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა დაწოლამდე ერთი საათით ადრე.
20. დაწექით 20 წუთით ადრე იქამდე, სანამ დაგეძინებათ.