მაგიური ციფრები ჩვენს ცხოვრებას მართავს! ეს იდეა ძალიან მოსწონთ მათემატიკაზე შეყვარებულ ადამიანებს და ყველას, ვისაც ლოგიკა და წესრიგი უყვარს.
მაგიური დრო
ყველაფერი ამქვეყნად ურთიერთკავშირშია. ნუმეროლოგიაც – ციფრების მეცნიერება – ამ თეორიას ეფუძნება. ციფრები გარკვეულ ვიბრაციას განიცდის, რაც ფიზიკური სამყაროს ენერგიაზე აისახება. ამას ამტკიცებდა პითაგორა.
თუკი საათზე შეამჩნიეთ მაგიური ციფრები 11:11, დროა, ჩაიფიქროთ სურვილი! ამ დროს თქვენი სურვილი, გქონდეთ მეტი ამ ცხოვრებაში, ციფრების ენერგიას დაემთხვევა. ოდესღაც ადამიანებს სჯეროდათ, რომ თუკი 4 ერთეული ერთმანეთს დაემთხვეოდა, იმ ადგილას ანგელოზი მიფრინდებოდა.
11 – სულიერი სისუფთავის სიმბოლოა. 11:11 – ორმაგი ციფრია, რომელიც უძლიერესი ზემოქმედებისაა. თუკი მას ხშირად ამჩნევთ, თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და წესრიგი დაისადგურებს. სუფთა, მოწესრიგებული და აბსოლუტურად იდეალური დროა ახალი მიზნების დასახვის...
ვფიქრობთ, რომ წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – გააზრებულობის ნიშანია. მაგიური დრო ჩვენს გონებას გაღვიძებისკენ მოუწოდებს და იმისკენ, რომ შეიგრძნოს ზუსტად ეს მომენტი! რაც უფრო ხშირად დააფიქსირებთ საინტერესო მომენტებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უკეთესად წარმართავთ თქვენს რეალობას.
მაშ ასე, არ დაგავიწყდეთ, დროულად ჩაიფიქროთ სურვილი!