ადამიანი გონიერი არსებაა, თუმცა მას აქვს ასევე საკუთარი ბიოველი, რომლის მეშვეობითაც იგი იზიდავს ამა თუ იმ მოვლენას. ნებისმიერი ჩვენგანი ფლობს შესაძლებლობას, მოიზიდოს ან განიზიდოს ადამიანები და მოვლენები, მაგრამ ზოგჯერ ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ.
ეზოთერიკოსები თვლიან, რომ იმაზე, თუ რას ფიქრობთ და როგორ, დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომ დღეს გთავაზობთ შვიდ ოქროს წესს საიმისოდ, რომ საკუთარი ოცნებების მაგნიტად აქციოთ თავი და ცხოვრებაში ყველაზე უტოპიური სურვილების ასრულებაც კი მარტივად შეძლოთ ამის დახმარებით...
1. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვიზიდავთ მოვლენებს არა იმდენად ფიქრით, რამდენადაც ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიზიდავთ ცუდს ან კარგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყარო ზუსტად რეაგირებს ჩვენს შინაგან განწყობაზე. ასე მაგალითად, როცა ჩვენ ბედნიერები ვართ, ვიზიდავთ ადამიანებს, ვისაც სურს ჩვენთან კონტაქტი და კომუნიკაცია. ეს იმიტომ, რომ ისინი ინტუიციურად აღიქვამენ ჩვენს ასეთ მდგომარეობას, როგორც ენერგოდონორს. შესაბამისად, მით უფრო მეტი ხალხი "გვეწებება", რაც უფრო ბედნიერები ვართ. თუმცა, როცა პირიქით ვართ, უბედური და დათრგუნული ადამიანები თავს გვარიდებენ. როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე? აქაც ქვეცნობიერი მუშაობს. ადამიანები ჩვენს მდგომარეობას აღიქვამენ, როგორც ენერგიის გამომცლელს. ამიტომაც არიდებს ხალხი თავს მუდამ მოწუწუნე და მომჩივან ადამიანს. თუნდაც მისი ჩივილები ცხოვრების მიმართ სავსებით სამართლიანი იყოს.
2. მოვლენები ჩვენი ემოციური რეაქციის შესაბამისად დროში იწელება, თუმცა ნებისმიერ ემოციას აქვს "დედლაინი" და დაახლოებით ორმოც დღეში ჩვენ ვიღებთ ჩვენი ემოციური მდგომარეობის შესაბამის მოვლენებს, რომელიც ხშირად არ გვახსოვს, რომ გავტყორცნეთ სამყაროში და ვფიქრობთ, რომ პრობლემები არ დაგვიმსახურებია ან გვიკვირს, როგორ საოცრად გაგვიმართლა ერთ მშვენიერ დღეს. დაიმახსოვრეთ მარტივი ჭეშმარიტება: "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ასე ცხოვრება გაგიადვილდებათ.
3. საიმისოდ, რომ დადებით განწყობაზე ვიმყოფებოდეთ, ხშირად აუცილებელია "გადავაპროგრამოთ" და გავცხრილოთ ჩვენი წარსულის ემოციური ბაგაჟი, რაც პირველ რიგში, პატიებასა და გაშვებას გულისხმობს იმ ადამიანების თუ მოვლენების, რომლებმაც წარსულში მოგვაყენეს ტკივილი. წარსულის სწორი გადაპროგრამება აწმყოს ცვლილებას იწვევს, რაც თავისთავად უკეთესი მომავლის გარანტიაა.
4. შეამცირეთ მოლოდინის დრო - ამ სამყაროში არაფერია გარანტირებული. ამიტომ მოეშვით მოლოდინებით ცხოვრებას და ნუ დაამყარებთ ზედმეტ იმედს ვინმეზე ან რამეზე. ამგვარი მიდგომა ცხოვრების აღქმას გაგიადვილებთ და ნაკლებად გეტკინებათ გული გაცრუებული იმედების გამო. სრულად...