ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგი თუ ემოციური და ღრმაა, ნაწილი საკმაოდ ზედაპირულად და მარტივად აღიქვამს სამყაროს.
სადავო საკითხია, რომელი მიდგომა სჯობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა ფაქტია, არსებობენ ზედაპირული ადამიანები, რომელთაც ხშირად სხვა, უფრო სენსიტიურ ინდივიდებში გაღიზიანების გამოწვევაც კი შეუძლიათ. თუმცა მათ მიმართ აჯობებს, არ ვიყოთ ასე მკაცრნი და პირიქით, ვისწავლოთ ცხოვრების გარკვეულწილად მარტივი ხედვა...
ტყუპი - ცვალებადი, მრავალმხრივი და თავქარიანი ადამიანია. მისთვის ცხოვრება თავისებური მხიარული კალეიდოსკოპია. ამიტომ იგი ერთსა და იმავე ემოციასა თუ მოვლენაზე არასოდეს იციკლება. ტყუპი ნაკლებად განიცდის ასევე ხანგრძლივი ვადით მარცხს ან წარუმატებლობას, რაც დამეთანხმებით, შესანიშნავი თვისებაა.
მშვილდოსანი - ოპტიმისტი, მხიარული და მუდმივად მაძიებელი ნატურაა. მშვილდოსნის ნიშნის ხალხი არ არის მეწვრილმანე, ამიტომ იშვიათად კარგავენ დროს ამაო ფიქრში, რა იქნება ხვალ ან ზეგ. ცხოვრობენ დღევანდელი დღით და ბედნიერები არიან იმ მომენტებით, რასაც სთავაზობს რეალური ცხოვრება. ამ მხრივ შეგვიძლით დავესესხოთ მათ. სრულად...