არის ხოლმე ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დღეები, როცა ცუდი განწყობა გვიტევს და ასე გვგონია, არასოდეს, არაფერი გაგვიხარდება. ასეთ დროს მეგობრების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია.
თუმცა მეგობრებსაც გააჩნიათ. ზოგიერთს მკაცრად (თუმც კი, სამართლიანად) უყვარს ჩვენთვის ჭკუის დარიგება და ნოტაციების კითხვა, მაშინ, როცა არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ და მარტივად შეუძლია განწყობა გაგვიუმჯობესოს ისე, რომ მარტივად დაგვანახვოს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად გზა. მოდით, დღეს ამ ადამიანებზე ვისაუბროთ.
ვის-ვის და, პირველ რიგში, ჩვენი ცუდი განწყობის განიავება ჰაერის ნიშნებს გამოუვათ ყველაზე კარგად. ამ მხრივ კი, ჩემპიონი ტყუპი მეგობარია. მას, როგორც ტიპურ მერკურიანელს, ენა კარგად უჭრის, შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და ყოველთვის მზადაა, სხვადასხვა თემაზე გაგვიბას მასლაათი გულის გადასაყოლებლად. ტყუპის ნიშნით დაბადებული მეგობარი ყველგან წამოგყვებათ და ნებისმიერ ახირებაში აგიბამთ მხარს, თანაც, ამით თქვენზე უფრო მეტად იხალისებს. იხილეთ სრულად...