შაოლინელი ბერი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მეცნიერი იან ლეი გვიხსნის, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ცნობიერება, რათა ნამდვილი ჰარმონია, სიმშვიდე და ბედნიერება ვპოვოთ.
იან ლეის 10 რჩევა
1. ნუ იფიქრებთ ზედმეტად. აზროვნება ენერგიას გვართმევს. ზედმეტი ფიქრი ნაადრევად გვაბერებს.
2. ნუ ილაპარაკებთ ზედმეტად. ადამიანების უმეტესობას ძალუძს ან ბევრი ლაპარაკი, ან საქმე. უმჯობესია, მოქმედება.
3. როდესაც 40 წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობთ, შეისვენეთ 10 წუთით. დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა ავნებს თვალებს და შინაგან ორგანოებს.
4. როდესაც ბედნიერი ხართ, უნდა გააკონტროლოთ გონება და გრძნობები. ემოციებზე კონტროლის დაკარგვა მიგვიყვანს იქამდე, რომ დახარჯავთ დიდ ენერგიას.
5. ნუ განიცდით ზედმეტად და არასოდეს გაბრაზდეთ. ეს ავნებს ღვიძლსა და ნაწლავებს.
6. როდესაც სადილობთ ან ვახშმობთ, დარწმუნდით, რომ სუფრიდან ოდნავ მშიერი წამოდექით. ზედმეტი ჭამა ავნებს ნაღვლის ბუშტს.
7. იმოქმედეთ აუჩქარებლად. უმჯობესია, იმოძრაოთ ნელა, ვიდრე ძალზე სწრაფად.
8. ნუ გადაიტვირთავთ თავს ზედმეტი ფიზიკური მოძრაობით. ბევრს მუშაობთ და ავლენთ მოუთმენლობას, ეს ანგრევს თქვენს ენერგიას.
9. ნუ მოეშვებით ხშირად. თუ მხოლოდ მედიტაციას მიაქცევთ ზედმეტ ყურადღებას, დაკარგავთ იანის ენერგიას.
10. სცადეთ კუნგ-ფუ. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია საკუთარი ენერგიის მართვის შესასწავლად.