ნებისმიერი ჩვენგანი განსხვავებულად რეაგირებს კონფლიქტებსა და აგრესიაზე. ზოგიერთი მისი მისამართით გამოვლენილ ნეგატივს მშვიდად და აუღელვებლად ხვდება (რითიც უდავოდ იგებს!).
ხოლო სხვამ შესაძლოა საპასუხო აგრესიის ტალღა ისეთი სიძლიერით გაუგზავნოს შეურაცხმყოფელს, რომ ამ უკანასკნელს დიდი ხნით გადააფიქრებინოს მისი მისამართით სიტყვის დაძვრის მცდელობაც კი.
ვერძი აგრესიაზე ორმაგი აგრესიით ან სულაც მუშტი-კრივით პასუხობს.
კურო აგრესორს მშვიდად ხვდება, თუმცა გადაწყვეტილებას პრინციპულად ვერავინ შეაცვლევინებს.
ტყუპი აგრესიაზე ენამწარეობით გაგცემთ პასუხს.
ხოლო კირჩხიბი წყენას დიდი ხნით დაიმახსოვრებს და როცა საერთოდ აღარ ელით, მაშინ გადაგიხდით სამაგიეროს.
ლომი მის მიმართ გამოვლენილ აგრესიაზე სახალხოდ მოგთხოვთ პასუხს.
ხოლო ქალწული აუცილებლად შეეცდება, მიყენებული დისკომფორტის გამო საქმეები გაგიფუჭოთ. სრულად...