ადამიანებში აგრესიის დონეს და გამოვლენის თავისებურებას, ძალზე ხშირად მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ამიტომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა დაბადებული ადამიანი ბევრი რამის თქმა შეიძლება მასზე. ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად სახიფათოა იგი გაბრაზებისას.
ასე მაგალითად ვერძი ძალზე აფექტურია და გაბრაზებულს ჯობია მოერიდოთ. შესაძლოა მუშტებით მოგვარდეთ.
კუროს გაბრაზება ძნელია. თუმცა, თუ მაინც შეძელით ეს, იცოდეთ, რომ ძალიან შეგეშინდებათ მისი.
ტყუპის გაბრაზების არ უნდა შეგეშინდეთ. ენამწარეობას დაიწყებს ეგ არის და ეგ.
კირჩხიბმა პასიურად იცის აგრესიის გამოვლენა. ღიად არასოდეს დაგიპირისპირდებათ, მაგრამ ეცდება,
რომ რამე გავნოთ მომავალში.
ლომის გაბრაზებას მხოლოდ ატომური ბომბი შეედრება. მისი ღრიალის თუ არ გეშინიათ, ცოტა ხანში აუცილებლად გადაუვლის სიბრაზე.
ქალწული რომც გაბრაზდეს აგრესიას ღიად არასოდეს დააფიქსირებს. სამაგიეროდ, ელოდეთ მისგან ინტრიგებს. სრულად...