დამეთანხმებით, თანამდებობა და ძალაუფლება ისეთი რამაა, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის უარს ალბათ მასზე. თუმცა ყველას როდი აქვს ნიჭი მართოს სხვა ადამიანების ბედ-იღბალი ოსტატურად.
მოდი, თვალი გადავავლოთ ასტროლოგების მიერ სამი ყველაზე აუტანელი უფროსის კატეგორიაში მოხვედრილ ნიშნებს და ერთად გავიგოთ, რატომ ჯობია სასწრაფოდ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული შეფის განკარგულებაში ამოყავით თავი...
ქალწული
ქალწულების უმეტესობა არასოდეს იბადება მოწოდებით "ლიდერად", მისი ნიშა უფრო ვიცე-პრეზიდენტის ან მრჩეველის პოზიციაა. მაგრამ თუკი ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მაინც უწევს, იგი ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და აჟიოტაჟით არასოდეს ხვდება. თუმცა, როგორც ტიპურ მიწის სტიქიის წარმომადგენელს შეეფერება, მუყაითად იწყებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ყველა თანამშრომელს წამიერი სიზუსტით აღუნუსხავს სამსახურში მისვლისას დაგვიანებულ წუთებს და თვის ბოლოს სოლიდურ თანხას შეაგროვებს "დაჯარიმებული" კონტინგენტისგან ამოღებული ფულით. ამ თანხას კი საკანცელარიო ნივთების ან ახალი საოფისე ინვენტარის შეძენაზე გამოიყენებს.
ქალწული უფროსი წვრილმანების ხედვის დიდოსტატია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი იგი თქვენ მიერ დაწერილ კვირის რაპორტში შესრულებლ სამუშაოზე მეტად ორთოგრაფიულ შეცდომებზე გაგიმახვილებთ ყურადღებას.
ტყუპი
უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ახლად აყვანილმა თანამშრომლებმა ძირითადად გადმოცემით იციან მასზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ტყუპს პუნქტუალურობის სენი წამოუვლის და შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაადგეს თავზე თანამშრომლებს, რომელთაც ამასობაში ოფისის ყავახანად გადაქცევა მოუხერხებიათ. არავითარი მუშტი მაგიდაზე, აწეული ხმის ტონი და მსგავსი ტიპის კორპორატიული "სპეც-ეფექტები". ტყუპის იარაღი მისი ენაა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული უფროსის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სფინქსის მოთმინების მქონე ადამიანსაც კი მარტივად და უპრობლემოდ გამოიყვანს წყობიდან დახვეწილი ცინიზმითა და საყვედურებით. თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი გულწრფელად ინატრებს
იმ დროს მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ზემოთ
ხსენებულმა თავმოყვარეობაშელახულმა ხელქვეითმა სასწრაფოდ ჩაალაგოს ბარგი, სხვა სამუშაო ადგილის საძებნელად ძალზე დიდია. სრულად...