ქალები განსხვავებულები არიან, ამიტომ მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარი აქვთ.
შესაბამისად, განსხვავებული კრიტერიუმებით არჩევენ ისინი ინტერესის ობიექტს.
როგორ გგონიათ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ამა თუ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი მოხიბლოს?
გთავაზობთ კრიტერიუმთა ნუსხას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თვისებები აღიზიანებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მამაკაცში.
ვერძი - ზედმეტად გულჩვილ, სიყვარულის მონად ქცეულ, წყალწაღებულ რომანტიკოსებს ვერ იტანს.
კურო - არაპროგნოზირებადი ხასიათის, სპონტანურობისკენ მიდრეკილ და თავქარიან ტიპებს ერიდება.
ტყუპი - სიტყვაძუნწი, პედანტი და მენტორული ხასიათის მამრების გვერდით იტანჯება.
კირჩხიბს - დამოუკიდებლობის მოყვარული, ექსცენტრიკული და ზედმეტად ხელგაშლილი მამაკაცები აფრთხობს.
ლომი - მეწვრილმანე, ძუნწ და ცინიკური ხასიათის მქონე მამაკაცს არ ეკარება სათოფეზე.
ქალწულს - მოუწესრიგებელი, ქაოსური და მფლანგველი მამრები აღიზიანებს. იხილეთ სრულად...