რაც კი გარს გვახვევია, ენერგიის მატერიალური გამოვლინებაა. არსობრივად, ენერგია ნეიტრალურია, მხოლოდ ადამიანთან ურთიერთზემოქმედების შემდეგ იღებს ამა თუ იმ ძალას. იმის მიხედვით, თუ როგორ ზემოქმედებს ადამიანი მასზე, ენერგია შეიძლება იყოს როგორც სამკურნალო, ასევე, დამღუპველიც.
ფული გამონაკლისი არ არის. ფულის ენერგიაც მართვას ექვემდებარება. მიჩვეულნი ვართ, ფული რაღაც ნეგატიურ რამედ ჩავთვალოთ, ვიდრე პოზიტიურად, მაგრამ ფულს შეუძლია როგორც დანგრევა, ასევე გამდიდრებაც. უნდა გახსოვდეთ, რომ ფულის დანიშნულებაა სიხარულისა და კეთილდღეობის მოტანა.
ფულთან სწორი ურთიერთზემოქმედებისთვის საჭიროა ფულის კანონების საბაზისო ცოდნა.
ფულის ენერგია ყურადღების მიმართ დამჯერია
ყურადღება ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. რა ენერგიითაც ვავსებთ ჩვენ ცხოვრებას, ჩვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. მოახდინეთ კონცენტრაცია პოზიტივზე, იოცნებეთ ფულზე, როგორც მიზნის მისაღწევ საშუალებაზე.
რასაც ვაგზავნით, იმას ვიბრუნებთ.
მოახდინეთ კონცენტრაცია ფულის მიზიდვაზე აზრებით, გახდით ე.წ. ფულის მაგნიტი.
გაეცი და მიიღე სიხარულით
ნუ აიღებთ ვალს, მაგრამ თუკი ასეთი სიტუაცია შეიქმნა, ფული კარგ ხასიათზე მყოფმა დაუბრუნეთ, მსუბუქად და ხალისიანად. გადაიხადეთ გადასახადები, იყიდეთ ნივთები მხოლოდ დადებითი ემოციებით.