მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლები 32 წლის ქალს ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში უკეთებდნენ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას. მათ 30-ჯერ გაუკეთეს ტვინის სკანირება, რომელიც ტარდებოდა დილის 7:30. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, როგორ მოქმედებდა ჰორმონული ცვლილებები ქალის ტვინზე.
მკვლევარება აღმოაჩინეს, რომ ოვულაციის დროს, როდესაც ესტროგენის დონე იყო ყველაზე მაღალი, კვლევის მონაწილეს ეზრდებოდა ჰიპოკამპი. ტვინის აღნიშნული მიდამო დაკავშირებულია მეხსიერებასთან, ემოციასთან და განწყობასთან. როდესაც ჰორმონის დონე ეცემოდა და იწყებოდა მენსტრუაცია, ჰიპოკამპიც მცირდებოდა. გაგრძელება