მიდრეკილება სხვადასხვაგვარი არსებობს: კვებითიდან დაწყებული ნარკოტიკულით დამთავრებული. უნდა აღინიშნოს, რომ დამოკიდებულება შეიძლება იყოს გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი, ან პიროვნებისთვის ხანგრძლივი და მტკივნეული.
ვერძი - კოკაინი
აქტიურია, მოსწონს სხვებთან გაჯიბრება. მუდამ ენერგიული უნდა იყოს. ამიტომ ეტანება ენერგიის მომნიჭებელ ნივთიერებებს. თუ კოკაინი არა, ეს შეიძლება იყოს ყავა.
კურო - ბალახი ან საკვები
სიმშვიდისა და მოთმინების განსახიერებაა. თუ დაძაბეს, კუროებს კი უყვართ დაძაბულობა, მსუბუქი ნარკოტიკი სჭირდება მოსადუნებლად, ტახტზე წამოსაგორებლად.
ტყუპი - სოციალური ქსელები
უყვარს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და არ უყვარს ჩაღრმავება, ზედაპირულად ეკიდება ყველაფერს. ამასთანავე, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანია. ამიტომ, სოციალური ქსელი მისთვის ყველაზე დიდი ნარკოტიკია.
კირჩხიბი - ჰეროინი ან ტკივილგამაყუჩებელი
მგრძნობიარესა და ჭირვეულს სიტუაციის დრამატიზირება უყვარს. რთულ სიტუაციაში მუდამ სახლი წასვლას ჩქარობს. ჰეროინი მოდუნების, სიმშვიდის შეგრძნებას უქმნით, ტკივილგამაყუჩებიც ასე მოქმედებს მათზე.
ლომი - შოპინგი
ცხოვრებისგან მხოლოდ კარგს ელოდება, ვერ აკონტროლობს ფულის ფლანგვას. ჩაცმულობითაც კი ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. მისი ნარკოტიკი ფეხსაცმლის, სამოსის, სამკაულების შეძენაა.
ქალწული - სხვებზე დამოკიდებული
შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე ნიშანი ისეთ პარტნიორს ეძებს, ვისაც მუდამ დაეხმარება, ვინც მათ მხარდაჭერას საჭიროებს. სხვების `გზაზე დაყენებას~ გადაყოლილს, საკუთარი ცხოვრება ავიწყდება.
სასწორი - სიყვარული
თითქოს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარული იპოვა, ხელიდან ვერ გააგდებინებთ. პარტნიორის გარეშე თავს სრულყოფილად ვერ გრძნობენ. გვერდით სჭირდება ადამიანი, რომელსაც სიყვარულით გაანებივრებს, ამაში პოულობს ბედნიერებას.
მორიელი - სექსი
ყველაზე მეტად სიყვარულისა და მიჯაჭვულობის ეშინია. თუმცა, მუდამ ეძებს პარტნიორს, ვისთვისაც სექსი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მისთვის. უყვარს პორნოგრაფიის ყურებაც და შემდეგ მისი ცხოვრებაში გადმოტანა.
მშვილდოსანი - აზარტული თამაშები, ალკოჰოლი
პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც მშვილდოსნებს ბედის ნებიერებივით ექცევა. მათთვის მუდამ აქვს გადანახული საჩუქრები და წარმატება. მშვილდოსანს კი ისღა დარჩენია, ხშირად გარისკოს და სხვადასხვა საფრთხეში ჩაიგდოს თავი.
თხის რქა - აბები, გადაძღომა
მორიდებული და გარშემო მყოფების აზრის გათვალისწინებით მცხოვრები ნიშანია. ურჩევნია, აბი დალიოს, ვიდრე ვინმეს საკუთარი გასაჭირის შესახებ მოუთხროს. წარუმატებლობას ჭამით ინაზღაურებს. არაფერი ეშველება, თუ საკუთარ აზრს სხვებისაზე მეტად არ დააფასებს.
მერწყული - ვიდეოთამაშები
თანამედროვე, გონიერი და მეგობრული ნიშანია. ეშინია, ცხოვრებას არ ჩამორჩეს. ამიტომ, ვიდეოთამაშები მისი არჩევანია. თამაში ალტერნატიულ რეალობას უქმნი, სადაც ჩართული რეალობას ეთიშება და მთელ ემოციებს მოქმედებისკენ მიმართავს.
თევზები - ალკოჰოლი
მეოცნებე, მიმზიდველი და ყველაზე ემოციური ნიშანია. მტკივნეულად განიცდის გარშემო მყოფების აზრებს და შვებას ალკოჰოლში ხედავს. მისთვის აუცილებელია, თავით გადაეშვას მუშაობაში, ჰობიში და მეგობრების წრეც დროდადრო გაფილტროს.