ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია საკუთარი მფარველი ძვირფასი ქვის სახით. ამიტომ სასურველია ზუსტად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერისი ძვირფასეულობა ატაროთ საიმისოდ, რომ მაქსიმალურად მოიზიდოთ წარმატება.
ვერძს ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა - სიმამაცე, გაუტეხელი სული და პრინციპულობა ალმასი (ბრილიანტი) შეესაბამება.
კუროს სენტიმენტალურ და მგრძნობიარე ხასიათს, რომელშიც საკმარისი დოზითაა სიჯიუტეც ძალიან კარგად წარმოაჩენს ვარდისფერი კვარცი.
ხოლო ტყუპის ცვალებად ხასიათსა და მაძიებელ ბუნებას მეტ ბრწყინვალებას მისცემს მარგალიტი.
კირჩხიბისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური მყუდროება და ურთიერთობა შინაურებთან. მისი ქვა ტურმალინია.
ლომის ამბიციურ, დიდსულოვან ხასიათს და მეფურ ბუნებას ხაზს ციტრინი გაუსვამს.
ხოლო ქალწულის პრაქტიკული ხასიათი, წინდახედულება და ინტელექტი კარგად შეესიტყვება საფირონს.
სასწორის სამართლიანობას, ჰარმონიის სიყვარულსა და სილამაზის აღქმას მარჯანი ასახავს. გაგრძელება