ზოდიაქო თორმეტ ნიშნად იყოფა. ნიშნები განსხვავებულები არიან თავიანთი ხასიათით, მსოფლმხედველობით და შეხედულებებით. ამიტომ ადამიანები ვიღაცას უგებენ და ეგუებიან, ვიღაცას - ვერა. თუმცა ისეც ხდება, რომ კონკრეტული პიროვნება შესაძლოა დაუძინებელ მტრადაც გადაგეკიდოთ. მოკლედ, დღეს იმის შესახებ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე დიდი მტერი..
ვერძი ყველაზე ხშირად შედის კონფლიქტში თხის რქასთან. ეს ორი უჯიუტესი ნიშანი ერთმანეთს არასოდეს უთმობს პროფესიულ პირველობას.
კურო ხშირად უპირისპირდება მორიელს. მორიელს შემოვლითი გზით უყვარს ზიანის მიყენება, კურო კი ვერასოდეს პატიობს მანიპულაციის მცდელობას.
ტყუპის ყველაზე დიდი მტერია თევზები. მათ შორის საერთო ისაა, რომ ორივეს უყვარს ინტრიგების ხლართვა, თუმცა ტყუპი ამას ღიად აკეთებს, თევზები კი შეფარულად.
კირჩხიბი ხშირად ებრძვის სასწორს. სასწორისთვის ხომ უცხოა კირჩხიბის სენტიმენტები და ხშირად საცინრადაც იგდებს მას.
ლომი ძალზე ხშირად ეჯახება ხოლმე რქებით მორიელს. ორივე მათგანს უყვარს პირველობა და ამბიციებიც დიდი აქვთ.
ქალწულის დაპირისპირება ხშირია მშვილდოსანთან. მშვილდოსნის ქაოსურობას, უპასუხისმგებლობას და უწესრიგობას წყობიდან გამოჰყავს ქალწული.
სასწორი ყველაზე ხშირად შედის ცხარე პოლემიკაში თხის რქასთან. თხის რქის რაციონალიზმი ვერ ეგუება სასწორის რომანტიკულობას. იხილეთ სრულად astrologi.ge-ზე