მამაკაცის სიტყვებზე მეტად მისი საქციელი მეტყველებს. მამაკაცის კოცნა კი მის გრძნობებზე "ხმამაღლა" მიუთითებს.
კოცნა ტუჩებში - აფასებს თქვენს სიყვარულს. სწრაფი, მშრალი კოცნა, მოკუმული ტუჩებით, ეს ნიშნავს, "გამარჯობა" და "ნახვამდის" ურთიერთობებში. თუ ის საზოგადოების წინაშე გკოცნით, ყველას თანდასწრებით, სურს დაგიმტკიცოთ თავისი გრძნობები.
შუბლზე კოცნა - ზრუნავს თქვენზე. თქვენს დამცველად გრძნობს თავს და სურს იცოდეთ ეს.
ხელზე კოცნა, ფლირტს ნიშნავს. ასე საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი იქცევა; გკოცნით იმიტომ, რომ გარშემო მყოფებზე მოახდინოს გავლენა. დარწმუნებული იყავით, რომ ის მუდამ ჯენტლმენურად მოგექცევათ.
კოცნა ხელისგულზე, სექსუალური ქვეტექსტი - რომანტიკული და ეროტიკული კოცნაა. მამაკაცს სურხართ.
ფრანგული კოცნა, აბსოლუტურად შეყვარებული - განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელებში მოიქცია თქვენი სახე.
ლოყაზე კოცნა, მეგობრობა - ხელისჩამორთმევასავითაა ეს კოცნა. ის მეგობრად გთვლით.
კოცნა თვალებზე, გაფასებთ - ინტიმური, მაგრამ არა ეროტიკული კოცნაა. ის ნიშნავს, რომ მამაკაცს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
მუცელზე კოცნა, თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს და დარწმუნებულია, რომ თქვენც კომფორტულად გრძნობთ მის გვერდით თავს. ყველა ქალი ვერაა საკუთარი მუცელით კმაყოფილი და თუ მამაკაცი მას კოცნის, ის მადლიერია, რომ თქვენ მის გვერდით ხართ.