ყველა ადამიანს ეუფლება ზოგჯერ სევდა და სასოწარკვეთილება. ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა ყველაფერი ცუდადაა, როცა ხელს ჩაიქნევ, როცა აღარაფერი გახარებს, როცა ყველაფერი შენ გარშენო რუხი და უსიცოცხლო გეჩვენება. გეცნობათ სიტუაცია? ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ეს 5 რჩევა!
1. ყველაფერი გაივლის!
დროა, მეფე სოლომონის ლეგენდა გაიხსენო. გადმოცემის თანახმად, მეფის ბეჭედს გარეთა მხარეს ამოტვიფრული ჰქონდა სიტყვები: „ყველაფერი გაივლის“. როდესაც მეფეს რთული სიტუაცია ჰქონდა, ამ ბეჭედს დახედავდა ხოლმე. ერთხელ ის რაღაცაზე საშინლად გაბრაზდა და ბეჭედი თითიდან მოიძრო. უცბად დაინახა, რომ შიგნითა მხრიდანაც ეწერა რაღაც... „ესეც გაივლის...“
ყველაფერი მართლა გაივლის. ეს პრიტჩა იდეალური დამხმარეა ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციის დროს.
2. ტკივილი ცხოვრების ნაწილია
სულიერი ტკივილი დიდად არ განსხვავდება ფიზიკურისგან. ფიზიკური ტკივილი იმის ნიშანია, რომ სხეულს რაღაც უჭირს და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო. მაგრამ როდესაც ჯანმრთელი ხარ, ტკივილზე არ ფიქრობ... ასეა სულიერი ტკივილის დროსაც. თუ რაღაც მოხდა - ეს ტრავმაა, რომელიც უნდა გადაიტანო. თუ უბრალოდ ცუდად ხარ და გეჩვენება, რომ არაფრისთვის იტანჯები - ესეც ნიშანია. შენს მენტალურ სხეულს რაღაც აკლია. უბრალოდ, უნდა შეცვალო ცუდი მდგომარეობა პოზიტიურით. არ ჩაიკეტო საკუთარ თავში, ეკონტაქტო მეგობრებს, მოინახულო ლამაზი ადგილები და იპოვო ჰობი.
3. შენ მარტო არ ხარ!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ გყავს ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, საყვარელი ადამიანები. თუ გეჩვენება, რომ ისინი ვერ გაგიგებენ, იფიქრე იმაზე, რომ პლანეტაზე 7 მილიარდი ადამიანია, რომელთა შორის აუცილებლად მოიძებნება ისეთი, ვისაც შენს პრობლემებზე დაელაპარაკები და ვინც გაგიგებს. გააფართოვე ნაცნობობის წრე! გაგრძელება