ზოგჯერ გინდება, დრო უკუღმა დაატრიალო და წარსულში სხვანაირად მოიქცე. როგორ რჩევებს მისცემდით საკუთარ თავს თინეიჯერის ასაკში, ეს რომ შესაძლებელი იყოს?
1. ნუ დახარჯავ დროს ურთიერთობაზე, რომელიც ვერ განვითარდება.
2. იყავი გაბედული. შიში ”რას იფიქრებენ ჩემზე სხვები?” სინამდვილეში უმნიშვნელო და უსაფუძვლოა.
3. იზრუნე კანზე და ყოველთვის გამოიყენე მზის დამცავი კრემი.
4. მოახდინე შენი ოცნებების რეალიზება. არასოდესაა ამისთვის გვიანი...
5. ისწავლე პატიება, არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავისაც.
6. დატკბი მოგზაურობით.
7. არასოდეს დარჩე იქ, სადაც არ მოგწონს. მიენდე ინტუიციას.
8. ნუ დაუშვებ იმას, რომ სხვებმა გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთო მომავალში.
9. დაუთმე დრო მშობლებს. ისინი ყოველთვის არ იქნებიან შენ გვერდით.
10. ყველაფერს თავისი დრო აქვს. იყავი მომთმენი.
11. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. არავითარი სამსახური არ ღირს ჯანმრთელობის ფასად. არასოდეს!
12. შენ ხარ და სწორედ ამაშია შენი ფასეულობა. შენ არ გეყოლება იმაზე უფრო ახლო მეგობარი, ვიდრე თავად ხარ!