ეს ისე შეფარულად მოხდება, რომ ის ვერც კი იეჭვებს რაიმეს.
1. მიეცით მინიშნებები
ჯერ გაერკვიეთ, რა გსურთ. მისი ტელეფონის ნომერი? მაშინ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, უთხარით, რომ დაინახეთ რაღაც ახალი - მაგ: ფასდაკლება რომელიმე მაღაზიაში, მაგრამ არ იცოდით, როგორ დაკავშირებოდით მას. თუ მამაკაცი დაინტერესებულია, სიხარულით მოგცემთ ნომერს.
თუ მასთან შეხვედრა გსურთ, უთხარით, რომ შაბათს გეგმები არ გაქვთ და ძალიან მოიწყენთ. მეორე ვარიანტი - უთხარით, რომ საშინლად გაინტერესებთ ერთი ფილმი, რომელიც კინოთეატრში გადის, მაგრამ მარტო გეზარებათ წასვლა. მას არაფრის მოფიქრება არ მოუწევს, უბრალოდ, ერთად წასვლას შემოგთავაზებთ.
2. დარწმუნდით, რომ მან იცის, რომ შეყვარებული არ გყავთ
თუ სოციალურ ქსელში ოჯახური მდგომარეობა გაქვთ აღნიშნული, ან მეგობარ ბიჭებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ტვირთავთ, შეიძლება იფიქროს, რომ ვინმე გყავთ. ასე რომ, ხანდახან მიანიშნეთ "შემთხვევით", რომ მარტო ხართ.
3. იხუმრეთ, ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული
მამაკაცი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს თქვენ გვერდით, მაშინ გაუადვილდება თქვენი სადმე დაპატიჟება.
4. თვალყური ადევნეთ სხეულის ენას
თუ ხელები მკერდზე გადაჯვარედინებული გაქვთ და თავი ოდნავ დახრილი - მამაკაცი აღარ შეგაწუხებთ. როცა სასურველი მამაკაცი გვერდით გყავთ, იყავით ღია ურთიერთობისთვის, დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი.
5. იყავით მომთმენი
ყურადღება მიაქციეთ ტემპს. ერთ საღამოში არაფერი მოხდება, ის თქვენი შეყვარებული არ გახდება. ასე რომ, ნუ იჩქარებთ და ნუ მიაყრით წერილებს სოციალურ ქსელში და ნუ დაუკომენტარებთ ფოტოებს. შექმენით სექსუალური დაძაბულობა. თუ მიხვდება, რომ მისით ხართ შეპყრობილი, აუცილებლად გაიქცევა.
6. გამოავლინეთ გრძნობები
უცებ არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საჭიროა. შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენი მისდამი სიმპათია თვალნათელია, მაგრამ მამაკაცები ყოველთვის როდი ხვდებიან ამას. ამიტომ საჭიროა აქტიური ფლირტი, რათა მიხვდეს, რომ ეს მხოლოდ მეგობრობა არ არის.
7. გადადგით პირველი, უხილავი ნაბიჯი
პირდაპირ ნუ დაეტაკებით საკოცნელად - გამჭოლი მზერით შეხედეთ თვალებში, შემდეგ ტუჩებზე, შემდეგ უფრო ახლოს მიუახლოვდით, დაიმორცხვეთ... მოკლედ, თქვენ თავად იცით ყველაფერი.