ჰიპნოთერაპევტი რუსიკო კვირკაშვილი "ფეისბუქზე" ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვის მსურველებს რჩევას აძლევს:
"იმისათვის, რომ ცხოვრებაში ფინანსური კეთილდღეობა გვქონდეს, აუცილებელია ჩვენი ურთიერთობა გავაუმჯობესოთ ფულის ღვთიურ ენერგიასთან. ხშირად, ადამიანს არასწორი წარმოდგენები აქვს ფულთან დაკავშირებით და მას ბოროტების წყაროდ თვლის, ან 'ხელის ჭუჭყს' უწოდებს მას. როდესაც მსგავსი ცრუ რწმენები და წარმოდგენები ღრმად აქვს ადამიანს ქვეცნობიერში გამჯდარი, გასაკვირი არ იქნება, რომ ასეთ ადამიანს ფინანსური პრობლემები ქონდეს ცხოვრებაში.
მედიტაცია ფულის ენერგიის გასააქტიურებლად:
შეხედეთ ამ სურათს, დააკვირდით ოქროსფერ ნაკადს და წარმოიდგინეთ, რომ ის ფულის ენერგიაა. მიაქციეთ ყურადღება, თუ რა აზრები მოგივათ თავში, როდესაც ფულზე ფიქრობთ. როგორია თქვენი და ფულის ენერგიის ურთიერთობა? თავისუფლად შემოედინება ის თუ არა თქვენს აურაში და ცხოვრებაში? გაგრძელება