მე ვიცი ყველა ანდაზა და რჩევა ამ თემასთან დაკავშირებული, რადგან მილიონი ბლოგი და ნაწარმოები წავიკითხე.
ამოვიწერე ბუდას ციტატები და სოციალური ქსელის კედელზეც გავაზიარე, მაგრამ...
რთულია, სამაგიერო არ გადაუხადო მას, ვინც გული გატკინა. ჩვენ გვსურს, მათაც იგივე ტკივილი იგრძნონ, რაც ჩვენ.
პატიება საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს. მთელ სხეულში ბრაზი და შხამი ფეთქავს და ვერ იმორჩილებთ თავს. ის რჩება თქვენს ორგანიზმში დამოუკიდებელ ორგანოდ, როგორც გული, ტვინი ან ფილტვები...
ბრაზი იარაღია. ვბრაზდებით, თუ სამართლიანობის მიღწევა გვსურს. ბრაზმა არ იცის, რომ იარა მოშუშდა. ბრაზს სამაგიეროს გადახდა სურს.
სინამდვილეში, ბრაზი იარის შეხორცებას უშლის ხელს. გეშინიათ, რომ იარა შეხორცდება და ახალი კანით მოგიწევთ ცხოვრება. ძველი კანის დაბრუნება გვსურს. ბრაზი იარის შეხორცებას აფერხებს.
როცა ვბრაზობთ, პატიებაზე არც ვფიქრობთ. არადა, გვსურს, გავთავისუფლდეთ ბრაზის დამანგრეველი გრძნობისგან და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.
პატიებას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ტკივილს ვერ წაშლით. ვერ მოგიტანთ მომენტალურ შვებას. დამშვიდება გრძელი გზაა, პატიება მას შეგიმსუბუქებთ.
თუ აპატიებთ, მიხვდებით, რომ ტკივილის დაამების ჯადოსნური საშუალება არ არსებობს. გააცნობიერებთ, რომ უსამართლობის ნაქალაქარზე მოგიწევთ ცხოვრება. და არანაირ ბრაზს არ შეუძლია ნაქალაქარის აყვავება, ეს თქვენვე უნდა შეძლოთ.
პატიება ნიშნავს, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა; კი არ დაინგრიოთ, პირიქით, გაისუფთავოთ ცხოვრება.
უმჯობესია, საკუთარი სამყარო შეინარჩუნოთ, ვიდრე სხვისი გაანადგუროთ.
თუ აპატიებთ, აღარ საჭიროებთ იმ ადამიანს, ვინც დაგანგრიათ. თავად უნდა უმკურნალოთ იარებს და იარიანმა გააგრძელოთ ცხოვრება.
პატიება ნიშნავს, რომ აჯობეთ უსამართლობას.
დადგებით მყარად ფეხზე და გააცნობიერებთ, რომ არ უნდა იყოთ უბედური მომხდარის გამო.
თავაწეულმა უნდა გააგრძელოთ ცხოვრება, მიღებული იარებით.
პატიებით არ მისცემთ უფლებას, მომხდარმა განსაზღვროს თქვენი მომავალი ცხოვრება.
ხართ მზად, რომ აპატიოთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში...
იხილეთ ასევე: როდესაც შევიტყვე, რაზე იყო ეს სტატია, ორჯერ გადავიკითხე! თავს განახლებულად ვგრძნობ...