ჩინური სწავლების თანახმად, ცეცხლოვანი მამალი სივრცეში ენერგიის ცირკულაციაზე გავლენას ახდენს. როგორ განაწყოთ ის დადებითად?
1. დაანთეთ წითელი სანთლები
2017 წლის თანმხლები საკმაოდ სკანდალური ენერგია გახლავთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისი საძინებელი ოთახიც (ან საწოლი) დასავლეთით მდებარეობს. იმისთვის, რომ მავნე ენერგეტიკა, ჩხუბი, კამათი, სკანდალები და განქორწინება თავიდან აიცილოთ, სახლში უნდა დაანთოთ წითელი სანთლები და საძინებელში რაც შეიძლება მეტი შუქი შემოუშვათ. თუ შემოსასვლელი კარი დასავლეთითაა, დაუდეთ გვერდით რაიმე წითელი შეფერილობის.
2. მოიშინაურეთ დრაკონი
მეტი დრო გაატარეთ საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს მიმართულება 2017 წელს სიყვარულსა და სექსუალურ ურთიერთობებეზე აგებს პასუხს და თუ ჩინური მინიშნებების გჯერათ - სახლში იყოლიეთ არა კატა ან თევზი, არამედ დრაკონი (თუნდაც კალენდარი დრაკონის გამოსახულებით) და შემოუშვით ის თქვენს საძინებელში. გაგრძელება