დამოკიდებულება სამყაროსა და მიმდინარე მოვლენების მიმართ ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
შესაბამისად, ზოგიერთისთვის თუ ჭიქა ნახევრად სავსეა (ოპტიმისტი), ვიღაცისთვის ის ნახევრად ცარიელი შეიძლება იყოს (პესიმისტი) ან შესაძლოა, სულაც ვერ ხედავდეს მავანი ჭიქაში წყალს (მელანქოლიკი). ასტროლოგები თვლიან, რომ იღბალი და გამართლება ჩვენი შინაგანი განწყობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს სამყაროს მიმართ... შესაბამისად, არსებობს ქუდბედიანი (ოპტიმისტი), ნაკლებად ქუდბედიანი (მელანქოლიკი, ფლეგმატიკი) და უიღბლო (პესიმისტი) ზოდიაქოს ნიშნები...
დღეს ყველაზე ქუდბედიანებზე ვსაუბროთ და მიზეზსაც აგიხსნით იმისას, თუ რატომ არიან ეს ადამიანები ასეთი წარმატებულები.
სიის სათავეში ასტროლოგები მშვილდოსნებს მოიაზრებენ - ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც თავის მხრივ, იღბლის, კეთილდღეობისა და "დიდი სიხარულის" პლანეტაა. ამიტომ გასაკვირი არ გახლავთ ის ფაქტი, თუ რატომ უმართლებთ მშვილდოსნებს ცხოვრებაში სხვებზე უფრო მეტად. თუმცა მარტოოდენ იუპიტერში როდია საქმე. თავად ეს ადამიანები არიან ბუნებით ოპტიმისტები, ხალისიანები, გულუხვები და კეთილები. მშვილდოსანი მეგობრული და კეთილგანწყობილია. ის მუდამ საზოგადოების სული და გულია, არასოდეს წვრილმანდება ხოლმე და ალალად მიიჩქარის დაჩაგრულების ან შეჭირვებულების დასახმარებლად. მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი საქმეების გადადება უწევს. შესაბამისად, სამყარო უკან, ბუმერანგული პრინციპით უბრუნებს მშვილდოსანს გაცემულ სიკეთეს. გაგრძელება