ამქვეყნად მოვლენილი ნებისმიერი ადამიანი ინდივიდი და უნიკალური არსებაა.
შესაბამისად, პროფესიული განვითარების გზაც თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალური არსებობს. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იკვეთება გარკვეული საერთო მახასიათებლები ხასიათში, რომელიც ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს აერთიანებს. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს ხშირად იმას, თუ რა ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის ცხოვრებაში კარიერული წინსვლის შემაფერხებლად.
ვერძი ყველაზე ხშირად პროფესიულ წარუმატებლობას სიფიცხეს, უტაქტობასა და სულსწრაფობას უნდა უმადლოდეს. მისი გადამეტებული აგრესიულობა და ეგოიზმი ხშირად იწვევს ზემდგომთა აღშფოთებას.
კუროს ძირითადი პრობლემა სიზანტე და სიახლეებისადმი შიშია. იგი ვერ ახერხებს, ფეხი აუწყოს ნოვაციას. ამის გამო ხშირად კარგავს კარგ შანსს დაწინაურების კუთხით.
ტყუპის მთავარი ნაკლი ცვალებადობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ამ ადამიანს მრავალმხრივი ინტერესები გააჩნია, რის გამოც ხშირად ავიწყდება ან ბეზრდება პროფესიული ვალდებულებები.
კირჩხიბისთვის პრობლემა ზედმეტი სენტიმენტალურობაა. ასეთ ხალხს უჭირს საკუთარი ღირსებების საჯაროდ დემონსტრირება, შემდგომში კი გული მოსდით უფროსობაზე იმის გამო, რომ ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ მის შრომასა და ღვაწლს.
ლომის პრობლემა არაჯანსაღი ამბიციურობა და ეგოიზმია. ლომებს არ ხიბლავთ დაქვემდებარებულის როლი. მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად უფროსის სავარძელი შეეფერებათ. თუ ასე არაა, ისინი უსაქმურობას ამჯობინებენ ხელქვეითის ან უბრალო მენეჯერის პოზიციას.
ქალწულის ძირითადი ნაკლი მეწვრილმანეობა და პედანტიზმია. ამ ხალხს ხშირად ექმნება კონფლიქტი თანამშრომლებთან სწორედ იმ კუთხით, რომ ზედმეტად კრიტიკულნი არიან სხვების ნაკლოვანებების მიმართ, მაშინ, როცა საკუთარ ნაკლზე მითითება არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებთ და ძალიან განიცდიან ნებისმიერ შენიშვნას.
სასწორისთვის პრობლემაა მერყევი ხასიათი და მუდმივი სურვილი, აამოს გარშემო მყოფებს. სწორედ ამის გამო ხდება სასწორი თანამშრომლებს შორის ნაკლებად დაფასებული კადრი. იმის გამო, რომ იგი გაურბის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზემდგომებს უჭირთ მისი შემჩნევა. გაგრძელება