ფრანგი ქალის ჩანაწერები, რომელსაც ცხოვრებაში მუდამ საუკეთესო მამაკაცები ხვდებოდნენ...
1. იღიმიან, როცა მოწყენილები არიან მაშინაც კი
ბავშვობიდან ასწავლიან, რომ გოგონა მაშინაა ლამაზი, როცა იღიმის. მოწყენილი არავის მოეწონებით. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც განწყობის მიუხედავად მაინც იღიმიან.
2. იგრძენით თავი ლამაზ ქალად
უვლიან საკუთარ თავს. ქუჩაში უმაკიაჟოდ არ გამოვლენ. ამას მამაკაცების მისაზიდად კი არ აკეთებენ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოეწონონ.
3. მცირედს არ სჯერდებიან
მათ ზრდიან დამოუკიდებლებს. იციან საკუთარი ჭკუის, სილამაზის ფასი.
4. არ ეშინიათ მამაკაცების
პატარა ფრანგი გოგონას უსიამოვნებაში ბიჭებთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ჩაერევა მშობელი. ფრანგმა მამაკაცმა იცის, რომ გოგონას აქვს ფრჩხილები, კბილები, ძლიერი ფეხები და ხელები და შეუძლია საკუთარი თავის დაცვა.
5. დამოუკიდებელია
არ ელოდება, რომ ვინმე გააბედნიერებს, სჭირდებათ პირადი სივრცე.
6. რომანტიკულები არიან
ფლირტი, რომანტიკა მათ სისხლში აქვთ.
7. სექსუალურია, მაგრამ არა ვულგარული
სექსუალური და მგრძნობიარეა. მაგრამ ესთეტი. არასდროსაა ძალიან გულგახსნილი: მადას აღვიძებს და დესერტს არ ჩქარობს.
8. არ აქვს მოლოდინი
არ ელოდება პრინცს. აფასებს მეგობრობას, მაგრამ სექსუალურსაც, რომანტიკულსაც. არ აწყობს გეგმას, რომ თუ მამაკაცმა აკოცა, ან სექსი ჰქონდათ, ცოლადაც უნდა მოიყვანოს.
9. ვნებიანია
ყველა სფეროში. სიამოვნებას იღებს ჭამითაც, სასმლითაც, კოცნითაც, სექსითაც.
10. არ თამაშობენ, იციან რა სურთ
ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული და რომანტიკული მამაკაცი უნდა ჰყავდეთ გვერდით, რომელიც თავს დედოფლად აგრძნობინებთ. თავად კი ისე მოიქცევა, რომ მის გვერდით ნებისმიერი მამაკაცი იგრძნობს თავს მეფედ.