ყველა ქალი ცდილობს, ბედი იდეალურ მამაკაცს დაუკავშიროს, მაგრამ როგორია ”იდეალური”, ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. დღეს განვიხილავთ, როგორი მამაკაცი სჭირდება ქალს.
ვერძი - ინტელექტუალი
მისთვის მნიშვნელოვანია, მამაკაცს ინტელექტუალურ თემებზე ესაუბროს. ამასთანავე, ვერძი ეძებს სამართლიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცს.
კურო - ძლიერი
თავად ერთგული პარტნიორია. მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც რომანტიკული და ვნებიანი იქნება. აგრეთვე - ძლიერი.
ტყუპი - ალალმართალი
მხიარული, საყვარელი მამაკაცი სჭირდება, რომელიც არ მოატყუებს.
კირჩხიბი - კეთილი
თავისნაირი მამაკაცი სჭირდება. უნდა იყოს მართალი, გულწრფელი და რეალიზებული.
ლომი - კეკლუცი
ლომი ქალბატონი კეკლუცი და მსუბუქია და თავისნაირ მამაკაცს ეძებს.
ქალწული - მომთმენი
სჭირდება მამაკაცი, რომელიც მუდამ ერთგული საყრდენი იქნება და საჭირო მომენტში არ მიატოვებს.
სასწორი - ლოიალური
მუდამ უნდა შეესაბამებოდეს მის განწყობას. ამასთანავე, მყარად დაიცვას საკუთარი პოზიცია.
მორიელი - ვნებიანი
სექსუალურ ენერგიას უნდა ასხივებდეს, მის ტემპერამენტს შეესაბამებოდეს.
მშვილდოსანი - მგრძნობიარე
იუმორით უნდა განმუხტოს რთული სიტუაცია. მან უნდა იზრუნოს, რომ ქალს განწყობა გამოუკეთოს.
თხის რქა - შრომისმოყვარე
თავისნაირი შრომისმოყვარე მამაკაცი სჭირდება, რომელიც ხანდახან გააცინებს კიდეც.
მერწყული - საყვარელი
მის გვერდით თავი თავდაჯერებულად და გალაღებულად უნდა იგრძნოს.
თევზები - რომანტიკული
სჭირდება მამაკაცი, რომელიც გაუგებს და არ უნდა მოერიდება გრძნობების გამოხატვა.