ინდიგო ადამიანებს სხვანაირად "იისფერი რასის" წარმომადგენლებსაც უწოდებენ.
ასეთი ხალხი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებით, მძაფრი ინტუიციით და ნოვატორული აზროვნებით გამოირჩევა. ისინი ამ ქვეყანას განსაკუთრებული მისიით ევლინებიან, რათა შეასრულონ ამა თუ იმ კონკრეტულ საქმიანობაში რეფორმატორის, პირველაღმომჩენის, პიონერის როლი. ეს ადამიანები სოციალურად მოთხოვნადები და აქტიურები არიან. გამოირჩევიან მასშტაბური ხედვით და ნაკლებად ახასიათებთ წვრილმანებზე ფიქსირება.
ინდიგოს ფენომენი საუკუნეების მანძილზე არაერთგზის დაფიქსირებულა კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა გენიალური ადამიანის სახით. თუმცა მათი რიცხვი განსაკუთრებულად გაიზარდა 2003 წლის შემდგომ, როცა პლანეტების სპეციფიკური შეერთების შედეგად ცაზე უკვე მთელი თაობა წამოვიდა ე.წ. იისფერი რასის წარმომადგენლების. მიჩნეულია, რომ ზუსტად ეს თაობა შეცვლის უახლოეს მომავალში სამყაროს უკეთესობისკენ.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თავად თქვენც ხშირად "თეთრი ყვავივით" გრძნობთ თავს გარშემო მყოფებს შორის, არ არის გამორიცხული, ზემოჩამოთვლილ "იისფერ რასას" განეკუთვნებოდეთ. აი, შვიდი უმთავრესი თვისება, რომელიც ინდიგო ადამიანს გამოარჩევს სხვებისგან:
1. გამუდმებით გაგაჩნიათ კითხვები - ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, "რატომ" თქვენი საყვარელი შეკითხვაა.
2. არ აღიარებთ ავტორიტეტებს, არ ემორჩილებით იაერარქიას და რეჟიმს - ინდიგო შინაგანად თავისუფალი ადამიანია. მისთვის არ არსებობს ჩარჩოები.
3. არ შეგიძლიათ უყუროთ, როგორ იტანჯებიან სხვები - ინდიგოები უდიდესი ჰუმანიზმითა და სიყვარულით არიან გამორჩეულნი მთლიანი კაცობრიობის მიმართ.
4. გიჟდებით ცხოველებზე - ინდიგოებს შორის ძალიან ბევრი ცხოველთა დამცველი გვხვდება. გაგრძელება
ინდიგო-ბავშვები, კრისტალი-ბავშვები და ცისარტყელა-ბავშვები: რომელი ხართ თქვენ?