მოგეხსენებათ, ქალური მეგობრობაც არსებობს და შუღლიც.
სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ზოგი კარიერულ კიბეზე, ზოგი კი სულაც სასიყვარულო სამკუთხედში. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ კონკრეტული კანონზომიერება არსებობს. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები სხვადასხვა სფეროში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ვერძი და სასწორი - სასიყვარულო სამკუთხედი - ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულ ქალებს ერთმანეთისგან გამოარჩევს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა სიყვარულისადმი. მამაკაცთან ურთიერთობაში ვერძი ვნებიანი, ჯიუტი და ფიცხია, სასწორი კი - ლოიალური, რბილი და დიპლომატიური. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ეს ორი ქალი სასიყვარულო სამკუთხედის გმირია. ხოლო იმის მიხედვით, თუ რა ნიშნისაა მამაკაცი, ზოგიერთი მათგანი ცოლის, ზოგი კი საყვარლის პოზიციაში გვხვდება. ამასთან ერთად, ვერძი ყოველთვის ღიად იბრძვის საკუთარი სიყვარულის დასაცავად, სასწორი კი ცდილობს, დიპლომატიურობით აჯობოს მას და მამაკაცი ასე შეინარჩუნოს.
კურო და მორიელი - ბიზნესი და ფინანსები - ამ ორ ნიშანს საერთო ფულის და მატერიალური სფეროს სიყვარული აქვს. თუმცა, ფულს ორივე მათგანი განსხვავებულად გამოიმუშავებს და ხარჯავს. კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ ურჩევნია საკუთარი ფინანსური იმპერიის აშენება, მორიელი კი აღიარებს შემოვლით გზებს და ფულის შოვნა ზოგჯერ არცთუ მაინცდამაინც პატიოსანი გზითაც არ ეთაკილება. უფრო მეტიც, მან შეიძლება საკუთარი მომხიბვლელობაც გამოიყენოს მატერიალური მდგომარეობის გასაზრდელად. ბიზნესში ეს ორი ნიშანი საკმაოდ მტრულადაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ. კურო არ აღიარებს მორიელის მეთოდებს, მორიელს კი კუროს სიჯიუტე და პრინციპულობა აცოფებს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასტროლოგები კატეგორიულად არ ურჩევენ, ბიზნესში გადაიკვეთონ. გაგრძელება