ყოველ ჩვენგანს აქვს მომენტები ან დღეები, როცა თავს ვარიდებთ ვინმესთან ურთიერთობას, არ ვპასუხობთ ზარებს, შეტყობინებებს და გზის მეორე მხარეს გადავდივართ შემთხვევითი შეხვედრისას.
მაგრამ ვერავინ შეედრება ამ ამბავში კარმენ ჰიმენესს, რომელიც უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში ვითომ მძიმე თვალის ტრავმით ცხოვრობდა.
მოულოდნელად კარმენმა ყველა გააოცა, მათ შორის, ახლობლები და ნათესავებიც, როდესაც გაამხილა, რომ წლების განმავლობაში იტყუებოდა. ყველაფერი კი გარშემო მყოფებისადმი სიძულვილის გამო გააკეთა.
კარმენ ჰიმენესი 57 წლისაა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ცხოვრობს.
ქუჩაში სეირნობისას გიწევს მაღაზიის გამყიდველებთან ურთიერთობა, გზააბნეული ტურისტების დახმარება, ძველ ნაცნობებთან ჭორაობა. ერთხელ კარმენმა გადაწყვიტა, რომ არ სურს ასე ცხოვრება.
"მომბეზრდა ქუჩაში ადამიანებთან შეხვედრისას მისალმება. არასოდეს ვყოფილვარ კომუნიკაბელური, "უსინათლობამ" კი საშუალება მომცა, თავიდან ამერიდებინა სოციალური პასუხისმგებლობები".
კარმენის აღიარებამ ყველა შოკში ჩააგდო - პირველ რიგში, მისი ოჯახი, რომელმაც არაფერი იცოდა 28 წლის განმავლობაში.
თუმცა, ახლობლები ეჭვობდნენ, რომ კარმენს არცთუ ისე ცუდად აქვს საქმე (მაგალითად, მას მუდამ იდეალური მაკიაჟი ჰქონდა). მისი ქმარი ამბობს, რომ ეს მძიმე დარტყმა იყო, თუმცა მხარს უჭერს მეუღლეს.
"ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ ტელევიზორისკენ აპარებდა თვალს და მას მუდამ იდეალური მაკიაჟი ჰქონდა".
28-წლიანი თავის მოკატუნების შემდეგ კარმენს მოუწევს, ახსნა-განმარტება არა მხოლოდ ახლობლებს ჩააბაროს, არამედ სამართალდამცველებსაც. როგორც უსინათლო, იგი სოციალურ დახმარებასაც იღებდა.
მოუწევს სასამართლოებში სიარული და როგორც ცნობილია, სამართალი, ზოგიერთისგან განსხვავებით, თავს არ იკატუნებს: ის მართლაც ბრმაა.
სოციალური ტექნოლოგიების დღევანდელ ეპოქაში ცოცხალი ურთიერთობა არცთუ ისე გავრცელებულია, როგორც ადრე, მაგრამ კარმენ ჰიმენესმა მიზანთროპიაში ყველას აჯობა. და თქვენ თუ შეძლებდით ასე?