შამპანური - გამარჯვებულების სასმელია. მისი სახელწოდება ფრანგული პროვინცია შამპანიდან მოდის, სადაც მრავალი საუკუნის წინ დაიწყეს ვენახების გაშენება ღვინისთვის.
ნეიტრალურ პირობებში წარმოებული ღვინო განმეორებით დუღდა, კასრები კი ხშირად ფეთქდებოდა, ამიტომაც შამპანურს "ეშმაკის სასმელს" უწოდებდნენ.
შამპანური ქალებისთვის
მარკიზა დე პომპადურმა ერთხელ თქვა: "შამპანური - ერთადერთი სასმელია, რომელიც ქალს ალამაზებს". და მართლაც, შუშხუნა და მათრობელა ღვინომ მალე გაითქვა სახელი, როგორც ქალების საყვარელმა სასმელმა.
ბენედიქტელი ბერი დომ პერინიონი სამართლიანად მიიჩნევა შამპანურის მამად. ფენომენალური მეხსიერებისა და გემოვნების მქონე ბერი მოხერხებულად ატარებდა ღვინის უნიკალურ კუპაჟს ერთადერთი და განუმეორებელი გემოს მისაღებად.
შამპანურის, როგორც სარგებელი, ასევე მავნე თვისებები ბოლომდე შესწავლილი არ არის. თამამად შეიძლება მტკიცება, რომ შამპანური, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელი, გარკვეულწილად ავნებს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ მას დიდი ოდენობით მიირთმევთ.
უამრავი ქალი შეცდომით მიიჩნევს მას დაბალალკოჰოლურ გაზიან სასმელად. ნახშირმჟავას აირის ბუშტუკები მხოლოდ ხელს უწყობს ალკოჰოლის სისხლში შეწოვას. ამგვარად, უფრო სწრაფად თვრები.
შამპანურის უზმოზე მირთმევა ძალიან საზიანოა. ეს გაზიანი სასმელი ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ამგვარად, აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
შამპანურს დაბალკალორიულს ნამდვილად ვერ უწოდებ. ყველაზე კალორიული შამპანური გახლავთ ნახევრად ტკბილი.
არსებობს მოსაზრება, რომ შამპანურის სასარგებლო თვისებები წითელი ღვინისას უტოლდება. ღვინო ხომ ანტიოქსიდანტებს შეიცავს - თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ფასდაუდებელ საშუალებას, რაც ნაადრევ სიბერეს ეწინააღმდეგება. მაგრამ შამპანური - წითელი ღვინო არ არის, შესაბამისად, მისგან სარგებელიც ნაკლებია.
მიუხედავად ამისა, შამპანურის მიღება დადებითად აისახება სასუნთქი ორგანოების მუშაობაზე. ის მასტიმულირებელ ეფექტს აძლევს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას.
თუ გსურთ, შამპანურის მიღების მავნებლობა მინიმუმამდე დაიყვანოთ, გამოიყენეთ კოსმეტიკური მიზნებისთვის! ხარისხიანი სასმელი შეგიცვლით სახისა და სხეულის მოვლის უამრავ საშუალებას, გააუმჯობესებს ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას. შამპანურის გამწმენდი ლოსიონები - საუკეთესოა მათთვის, ვისაც კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება სურს.
მცირე რაოდენობით შამპანური (დღეში 100 მლ) აუმჯობესებს განწყობას და ახალისებს. ერთი ბოკალი შამპანური გააკაჟებს ორგანიზმს და დაიცავს ასაკობრივი ხასიათის ნეიროფიზიოლოგიური დაავადებებისგან.