რაც უფრო ხანგრძლივი კავშირი გვაკავშირებს მამაკაცთან, მით მეტად გახსნილები ვართ მასთან, მაგრამ არსებობს 6 უსაშინლესი ქმედება, რომელიც მამაკაცს თქვენზე წარმოდგენას ცუდი მხრით შეუცვლის.
1. მუწუკები და შავი წერტილები
საკუთარ კანთან პროცედურები უნდა ჩაიტაროთ კარჩაკეტილ სააბაზანოში. უმჯობესია, კოსმეტოლოგს მიაკითხოთ და არ დაანახვოთ საყვარელ მამაკაცს, როგორ იჩიჩქნით ჩირქიან მუწუკებს.
2. კბილების გამოხეხვა
საყვარელ ადამიანთან ერთად კბილების გახეხვა კინორეჟისორების მოგონილია. რეალობაში ქალი ქაფიანი პირით ანტი-ვიაგრაა მამაკაცისთვის.
3. სპა სახლში
ზოგიერთი ქალი დასვენების დღეს შინ სპა-პროცედურებს იტარებს. მამაკაცის თვალწინ ნუ წაისვამთ გაურკვეველ სუბსტანციას სახეზე, სუპერმკვებავიც რომ იყოს.
4. მაკიაჟი
თქვენ გარდასახვას მამაკაცის გული ვერ გაუძლებს და შეიძლება ეს დაშორების მიზეზიც გახდეს.
5. შოპინგი
როცა საყიდლებით ხართ გართული, ვერც კი ამჩნევთ, როგორ იტანჯება თქვენი საყვარელი მამაკაცი. გაუფრთხილდით მის ნერვებს. საყიდლებზე დედა ან დაქალი გაიყოლეთ.
6. სატელეფონო საუბრები
ქალს ყოველთვის აქვს სალაპარაკო თემა, როგორ გაიკეთა შუგარინგი, როგორ დაიკლო წონაში, მაგრამ ქალური საუბრები მამაკაცისთვის უინტერესოა. ნუ აფიქრებინებთ: "ყველა ქალი სულელი და ჭორიკანაა". ამიტომ ნუ მოასმენინებთ მას.
არ დაგავიწყდეთ, სტატია თქვენს დაქალსაც გაუზიაროთ, რათა არც მან დაუშვას საშიში შეცდომები.