ერთი ქალის ორი სახე და ორი მამაკაცი
ერთი ქალის ორი სახე და ორი მამაკაცი
თეონა, 26 წლის: - ზუსტად ორი კვირის გათხოვილი ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა მე, ჩემი მეუღლე და მისი ნათესავები თავისთან დაგვპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს.
ქეიფი ორ დღეს გაგრძელდა და როცა თბილისიდან ბათუმში ვბრუნდებოდით, მძღოლი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ჩემს ქმარს შეეხვეწა, ნუ წავალთ, ერთი საღამო დასვენება გვჭირდებაო, მაგრამ გელამ არ დაიშალა, გასაღები თვითონ გამოართვა და საღამოს 8 საათისთვის გავედით თბილისიდან.

მანქანაში ექვსი ადამიანი ვისხედით. უჰაერობა და სივიწროვე იყო, გზაში რამდენჯერმე ცუდად გავხდი, მაგრამ გელას უკან მიბრუნებაზე ლაპარაკიც არ უნდოდა. გორის გადასახვევს რომ გავცდით, რამდენიმე კილომეტრში ჩვენი მანქანა მოპირდაპირე მხრიდან მომავალ "ფოლცვაგენს" შეასკდა... იმ წლების განმავლობაში, ალბათ, ასეთი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა თუ მომხდარა.

ჩემი მული და მისი 21 წლის ბიძაშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. ჩემს მაზლიშვილს, 3 წლის ბავშვს, მარჯვენა ხელი კარში ჩაჰყვა და მოსწყდა. მეორე ავტომანქანაში კი ორი მამაკაცი გარდაიცვალა. სასწაული იყო, გელა თითქმის უვნებლად გადარჩა. მან, როგორც კი გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მანქანიდან გადმოხტა და გაიქცა.

- თქვენ?

- მე უგონო მდგომარეობაში გადამიყვანეს საავადმყოფოში და სიცოცხლის გადასარჩენად ოთხი ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს. როცა ნაკერები და თაბაშირი მომხსნეს და სარკეში ჩავიხედე, ვიფიქრე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ადამიანების ბედის შემშურდებოდა, რომლებიც ავარიის დღეს ჩემ გვერდით დაიღუპნენ. 18 წლის გოგონას მაგივრად სარკიდან ნამდვილი ურჩხული მიყურებდა.

- გელას რა ბედი ეწია, დააპა­ტიმრეს?

- ერთხანს მის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ჩემი დედამთილ-მამამთილი მირეკავდა და ჩემს ამბავს შორიდან კითხულობდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ ვუნახივარ.

გელა მოგვიანებით დამიკავშირდა, მითხრა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა და საკუთარ დანაშაულსაც აცნობიერებდა. რამ­დენჯერმე ფულიც კი გამომიგზავნა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ის კაცი არ იყო, რომელიც ჩემისთანა ქალზე პასუხისმგებლობას აიღებდა და დარჩენილ ცხოვრებას საკუთარი დაუდევრობით დამახინჯებული ცოლის გვერდით გაატარებდა.

რასაკვირველია, როგორც ვიფიქრე, ისეც მოხდა. გელამ მალევე შეწყვიტა ჩემთან რეკვა და ისევ გაუჩინარდა. არ ვიცი, იქნებ ასეც მერჩივნა. როცა მარტო ვიყავი, ჩემს გარეგნობაზე ნაკლებად ვნერვიულობდი და ნელ-ნელა ხალხთან ურთიერთობასაც გადავეჩვიე.

რამდენიმე წლის შემდეგ შევძელი ქუჩაში მარტო გავსულიყავი და დროთა განმავლობაში გამვლელების დაჟინებული და სიბრალულით სავსე თვალების ყურებასაც მივეჩვიე. ერთ დღეს კი, როცა მაღაზიაში შევედი სურსათის საყიდლად, ახალგაზრდა მამაკაცი მომაშტერდა.

როგორც გითხარით, ასეთ "ყურადღებას" უკვე მიჩვეული ვიყავი და თვალი ავარიდე, თუმცა უცნობი არ მომეშვა, ქუჩაში გამოსულს უკან გამომყვა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ წამომეწია კიდეც. - ახლავე მითხარით, რომ ძალიან ლამაზი ვარ და მოგეწონეთ, თორემ ჩემს სახლს მივუახლოვდი და დალაპარაკებას ვეღარ მოასწრებთ, - ირონიით გავიცინე და გაცოფებული სახით მივაჩერდი.

უცნობი შეკრთა, მაგრამ მალევე იპოვა გამოსავალი და მთხოვა, მისთვის ცოტა დრო დამეთმო. სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ ეს ადამიანი პლასტიკური ქირურგი გახლდათ. - შენ ხომ გინდა, რომ ცხოვრება გააგრძელო, მომეცი ნება, დაგეხმარო - ისეთი გამომეტყველებით მითხრა, რომ დამნაშავესავით ვუპასუხე: - ფული არ მაქვს.

- მე კი ლიცენზია არ მაქვს, ჩამომართვეს - გაიცინა მამაკაცმა. - თუ უფლებას მომცემ, რამდენიმე ოპერაცია გაგიკეთო, ეს ჩემს კარიერასაც გადაარჩენს და შენს მომავალსაც.

- თქვენი დათანხმება არ გაუჭირ­დებოდა...

- (იცინის) ასეა. ერთი თვე მასამზადებლად დასჭირდა. კლინიკაში მუშაობის უფლება არ ჰქონდა და ურთულესი ოპერაციები სახლის პირობებში უნდა ჩაეტარე­ბინა. საჭირო ინვენტარის შეგროვება დაიწყო, თავის ბინაში სამუშაო კაბინეტი მოაწყო და მხოლოდ ერთი დამხმარე ექთანი და ანესთეზიოლოგი დამხვდნენ.

დათქმულ დროს ოპერაციის გასაკეთებლად მივედი. ტანსა და სახეზე ფოტოები გადამიღეს, შემდეგ მომამზადეს. ნარკოზიდან რომ გამოვედი, გონზე მოვედი, ბინტით ვიყავი დაფარული. ექიმი კმაყოფილი ჩანდა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე ოპერაცია გველოდა.

დეტალების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი ხელახალი "გამოძერწვა" თითქმის შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როცა ბოლო "დეტალებზე" მუშაობაც დამთავრდა, გულწრფელად გეტყვით, ასე ცხადად ადამიანის ხელით ჩადენილი სასწაული არასოდეს მინახავს.

სხვა ნებისმიერი ქირურგისთვის ერთი ჩვეულებრივი რიგითი პაციენტი ვიქნებოდი, ჩემი ექიმისთვის კი მომავალი უნდა შემეცვალა და ასეც მოხდა. სანამ ეიფორიიდან გამოვიდოდი და ჩემი სილამაზის ყურებით ვტკბებოდი, ექიმმა ფოტომასალა უცხოეთის რამდენიმე კერძო კლინიკაში გაგზავნა და როგორც მოსალოდნელი იყო, მალე გამოეხმაურნენ.

უცხოეთში რომ გაემგზავრა, მითხრა, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა და პირობა შეასრულა. ჩვენ დღემდე ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ჩემი სახე და სხეული მისი მაღალი პროფესიონალიზმის ცოცხალი დადასტურებაა, ამით ამაყობს და ჩემთან ურთიერთობაც ამიტომ სიამოვნებს.

ერთხელ მითხრა, შენი ორი ფოტო, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, თვალსაჩინოებისთვის გერმანიაში კაბინეტში მაქვს გამოკრული და თუ მალე ძველი რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოვახერხე, იმდენი ხანია, შენს სურათს ვუყურებ, იქნებ შემიყვარდე კიდეცო.

- ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდეს, ადამიანებს ის უყვართ, ვისაც მეტი ამაგი დასდეს...

- (იცინის) ჩემს ცხოვრებაში ორი სასწაული უკვე მოხდა: ერთი, როცა ავარიის შემდეგ ცოცხალი გადავრჩი, მეორე სასწაული ქირურგის გამოჩენა იყო და ახლა მის სიყვარულზე ოცნება ჩემი მხრიდან თავხედობა არ იქნება?

ხათუნა მაღრაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
კომენტარები (17)
ლილე
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს
ნიკა
ცხოვრებაში რა არ ხდება
............
ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ზღაპარს ვკითხულობდი
babilina
...თუნდაც ზღაპარი იყოს, რაა მერე?!
ანასტასია
შეიძლება ასეც მოხდა,ეგ არავინ არ იცის.ლიცენზიას კი ბევრ კარგ ექიმებს ართმევენ...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტიბეტელი ბრძენების ცხოვრების ინსტრუქცია
11:35 / 10-04-2014
1. მოგწონს – უთხარი;2. არ მოგწონს – ესეც უთხარი;3. გენატრება – დაურეკე;
ტრანსსექსუალების კოშმარული ცხოვრება
14:48 / 19-03-2014
ისინი ბავშვობიდანვე თავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებად მიიჩნევენ. ამ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათ რეალურ პიროვნებასა და გარკვეულ ფირმას შორის არსებობს. მაშ, როგორ ცხოვრობენ ტრანსსექსუალი ადამიანები?
რა დღეში აგდებს ხალხს თურქული სერიალები? – ვიდეო, რომელიც ძალიან გაგახალისებთ
12:28 / 06-03-2014
თურქული სერიალების ბუმი საქართველოში უკვე შეშფოთებას იწვევს. ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, შეპყრობილები არიან ფილმის გმირების ცხოვრებით და თურქ მსახიობებზე შეყვარებულებიც კი არიან.
5 რჩევა იმისათვის, რომ არ გავგიჟდეთ
15:31 / 27-02-2014
ცნობილია, რომ ნორმალური ადამიანები არ არსებობენ. ასევე დადგენილია, რომ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დარწმუნება - მოსალოდნელი სიგიჟის პირველი ნიშანია. და თუ უკვე გესმით მოახლოებული სანიტრების მძიმე ფეხის ხმა - ჭკუას მოუხმე, უფრო სწორად, იმას, რაც მისგან დაგრჩენიათ.
სასტიკი შურისძიება - რძალმა დედამთილს თავი გადაპარსა
13:19 / 26-02-2014
ეს ამბავი თბილისის ცენტრში მოხდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიხსენებს ამ ისტორიის დეტალებს. ორი წლის წინ 26 წლის გოგონას გაგიჟებამ მთელი ეზო შეგვძრა, თუმცა თამთას ეს მძიმე სენი მემკვიდრეობით არ მიუღია.
ცნობილი ადამიანების სიკვდილისწინა გამონათქვამები
13:49 / 30-01-2014
ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი პროფესიული ჩვევით პულსს ისინჯავდა. "პულსი აღარ ისინჯება", - თქვა მან უკანასკნელად.
რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნებით: ყვითელს, წითელს, ლურჯს თუ მწვანეს?
16:01 / 28-01-2014
იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაგიადვილდეთ, უნდა გაარკვიოთ, ვინ არის ის და მისსავე ენაზე ესაუბროთ. მწვანე, ლურჯი, წითელი და ყვითელი – თქვენთვის ნაცნობი სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი და ფლეგმატიკი არ გეგონოთ.
უცნაური ანდერძი, რომელიც სულთან სულეიმანმა სიკვდილის წინ დატოვა - იგავი
16:02 / 27-01-2014
სიკვდილის წინ სულთან სულეიმან დიდმა მოიხმო არმიის მთავარსარდალი და მას თავისი სამი სურვილი გაანდო:
მიხაელ შუმახერი - ''წითელი ბარონის'' საუკეთესო გამონათქვამები
16:19 / 14-01-2014
''ფორმულა-1''-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაეცა და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.
იპოვეთ 20 განსხვავება ქალისა და მამაკაცის ტვინს შორის
12:29 / 07-01-2014
1. დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ ქალის ტვინი მამაკაცისაზე 10%-ით პატარაა, თუმცა ეს ინტელექტის დონეზე არანაირად არ აისახება.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234