თუ ადამიანი ძალიან ბევრს იცინის, თუნდაც რაღაც სისულელეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შინაგანად ძალიან სევდიანია.
თუ ადამიანს ბევრი სძინავს, ის მარტოსულია.
თუ ადამიანი ცოტას, მაგრამ ჩქარა ლაპარაკობს, ის რაღაც საიდუმლოს ინახავს.
თუ ადამიანს ტირილი არ შეუძლია, ის სუსტია.
თუ ადამიანი არანორმალურად ბევრს ჭამს, ის დაძაბულია.
თუ ადამიანი ყველაფერზე ტირის, ის გულჩვილია.
თუ ადამიანი შენს ამბავს კითხულობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დაკავებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც ძალიან უყვარხარ.