ერთმა მასწავლებელმა თავის მოწაფეებს ჰკითხა:
- რატომ ხდება, რომ როცა ადამიანები ჩხუბობენ, ისინი ყვირილს იწყებენ?
- იმიტომ, რომ კარგავენ წონასწორობას, - უპასუხა ერთმა მოწაფემ.
- მაგრამ რა საჭიროა ყვირილი, როცა მეორე ადამიანი იქვე, მასთან ახლოს იმყოფება? – იკითხა მასწავლებელმა. – არ შეიძლება, წყნარად უთხრას სათქმელი? რატომ ყვირილით?
მოწაფეები პასუხობდნენ, მაგრამ არცერთმა პასუხმა მასწავლებელი არ დააკმაყოფილა. ბოლოს და ბოლოს მან ასე ახსნა:
როცა ადამიანებს ერთმანეთის რაღაც არ მოსწონთ და ჩხუბს იწყებენ, მათი გულები ერთმანეთს შორდებიან და იმისათვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთს გააგებინონ, ისინი ყვირილს იწყებენ. რაც უფრო ბრაზდებიან ერთმანეთზე, მით ხმამაღლა ყვირიან ისინი.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს? ისინი არ ყვირიან, პირიქით, ხმადაბლა საუბრობენ, რადგან მათი გულები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და მათ შორის ძალიან მცირეა მანძილი.
- და როცა ერთმანეთი კიდევ უფრო, ძალიან, ძალიან უყვარდებათ, მაშინ რა ხდება? – განაგრძო მასწავლებელმა – მაშინ ისინი კი არ საუბრობენ, უბრალოდ, ჩურჩულებენ და კიდევ უფრო ახლოს მიდიან ერთმანეთთან. საბოლოოდ კი ჩურჩულიც აღარ ხდება საჭირო – ისინი მხოლოდ უყურებენ ერთმანეთს თვალებში და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის გულის ხმა. ასე ხდება, როცა გვერდიგვერდ ორი ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანია.
ამიტომაც, როცა კამათობთ, ნუ მისცემთ თქვენს გულებს საშუალებას, დაშორდნენ ერთმანეთს; ნუ ეტყვით საყვარელ ადამიანს ისეთ სიტყვებს, რომლებიც თქვენ შორის მანძილს გაზრდის, რადგან შესაძლოა, მოვიდეს ისეთი დღე, როცა თქვენ შორის მანძილი ისეთი დიდი გახდება, რომ უკან დასაბრუნებელ გზას, უბრალოდ, ვეღარ მიაგნებთ.
ჟურნალი "... და ქალი" (იანვრის ნომერი)