1. დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ ქალის ტვინი მამაკაცისაზე 10%-ით პატარაა, თუმცა ეს ინტელექტის დონეზე არანაირად არ აისახება.
2. საინტერესო ფაქტია ის, რომ მამაკაცის ტვინი ასაკთან ერთად უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ქალის.
3. ერთი და იგივე ამოცანის ამოხსნისას ქალისა და მამაკაცის ტვინში სხვადასხვა ნახევარსფერო ამოქმედდება.
4. საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილებს იმახსოვრებს მანძილის ციფრული მნიშვნელობით, ხოლო ქალი ხშირად ამა თუ იმ ადგილს ობიექტ-ორიენტირებით, მაღაზიის ვიტრინებითა და სხვადასხვა აბრით იმახსოვრებს.
5. ქალი ხშირად იმახსოვრებს ყველაფერს დეტალებში, მამაკაცისთვის კი საკმარისია განზოგადებული აზრები.
6. მამაკაცები სწრაფად აღიქვამენ ინფორმაციას, ამიტომაც სწრაფადვე რეაგირებენ, მაგრამ...
7. ქალებს შეუძლიათ რამდენიმე ინფორმაციის ერთად აღქმა, ხოლო მამაკაცები ღიზიანდებიან, თუ მოუწიათ ერთდროულად რამდენიმე ამბის მოსმენა.
8. მამაკაცები ძლიერები არიან ტექნიკურ მეცნიერებებში, ხოლო ქალები – ჰუმანიტარულში.
9. კაცები სექსზე ყოველ წუთს ფიქრობენ, ქალები კი მას დღეში მხოლოდ რამდენჯერმე იხსენებენ. მანიაკალური და სხვა გადახრები არ ითვლება.
10. ქალები უფრო მოლაპარაკეები არიან, ვიდრე მამაკაცები. ლაპარაკის სურვილი და მოთხოვნილება ტვინში სიამოვნების ცენტრთან არის დაკავშირებული.
11. მამაკაცები და ქალები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ მკვეთრ და გამაღიზიანებელ ხმებზე.
12. ქალის ნდობის მოსაპოვებლად საკმარისია 20-წამიანი ჩახუტება.
13. ქალები დღის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ მეტ სიტყვას იყენებენ, ვიდრე მამაკაცები.
14. ქალის ტვინი ფუნქციონირების დროს უფრო მეტად ცხელდება, ვიდრე მამაკაცისა. ამიტომაც ქალის შემთხვევაში მეტი გლუკოზა "იწვება".
15. ქალებსა და მამაკაცებს იუმორის განსხვავებული აღქმა აქვთ. მამაკაცებს მოსწონთ იუმორისტული დასასრული, ხოლო ქალები სიამოვნებას იღებენ დახვეწილი იუმორით მთლიანობაში.
16. ქალებში უკეთ არის განვითარებული ორგანიზატორული ნიჭი.
17. მამაკაცის სმენა უფრო სუსტია, ვიდრე ქალის. ამიტომაც ქალებს ესმით ყველაზე შეუმჩნეველი ინტონაციაც, ხოლო მამაკაცებს – ყოველთვის არა. მხედველობა კი მამაკაცებს საკმაოდ ეროტიზირებული აქვთ, მაშინ, როცა ქალი იმახსოვრებს სურათის ყველა დეტალს.
18. მამაკაცები ლოგიკით აღიქვამენ მათ მიმართ ნათქვამ წინადადებას. ამიტომაც ესმით ზუსტად ის, რაც ითქვა. ხოლო ქალებში ირთვება ინტუიცია და ემოციები და ყველაფერს გადატანითი მნიშვნელობით იგებენ.
19. ქალები ბუნებით კომუნიკაბელურები არიან, ხოლო მამაკაცები – აგრესიულად კონკურენტულები. ამიტომაც უფრო ხშირად მამაკაცები ჩხუბობენ. ამავე მიზეზით ქალები ღიზიანდებიან იმის გამო, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ მათთან დიდი ხნით საუბარი. საქმე კი იმაშიცაა, რომ მამაკაცის მეტყველება უფრო სუსტია, ვიდრე ქალის.
20. თუ გზაზე გდია ბურთი, მამაკაცი მას ფეხს დაარტყამს, ქალი კი აიღებს და მკერდზე მიიკრავს. ამ ჟესტით გამოიხატება მამაკაცისა და ქალის ბუნებით მინიჭებული სხვადასხვა დანიშნულება.