''ფორმულა-1''-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაეცა და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გერმანელი ავტომრბოლელის დამცავი ჩაფხუტი ორად გაიპო...
ლეგენდარული პილოტი საკუთარ დაბადების დღესაც, 3 იანვარს, როცა ''წითელი ბარონი'' 45 წლის გახდა, გრენობლის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში შეხვდა. ექიმებს ის ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას.
პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია - თუ შუმახერი გადარჩა, შესაძლოა, სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული დარჩეს და მეტყველების პრობლემებიც შეექმნას. თუმცა ამ ეტაპზე მთავარია, შუმი კომადან გამოვიდეს, სარეაბილიტაციო პროცესზე კი მერე ვილაპარაკოთ.
ახლა, როცა ყველა მიხაელ შუმახერზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ლეგენდარული ავტომრბოლელის ''ცხოვრების წესები''. ამ წესების შესახებ შუმის სხვადასხვა დროს ულაპარაკია და ბევრ ისეთ პასუხსაც აღმოაჩენთ, შუმახერის დღევანდელ მდგომარეობას რომ გაგახსენებთ...
"ბენზინი სისხლში მაქვს. მამაჩემი კიოლნთან ახლოს მდებარე კარტოდრომზე მუშაობდა. ოთხი წლის ვიყავი, როცა ზედ ჩვენი სახლის წინ, ტროტუარზე დაიწყო კარტინგში ჩემი განსწავლა. მახსოვს, მაშინ ვიღაცამ წამოიძახა: ''მგონი, დროა, ბიჭუნამ ტრეკზე გადაინაცვლოს''.
''დიდი ფული პირველად 21 წლის ასაკში ვიშოვე. თანაც, ნაღდი ფულით, მთელი ჩემოდანი კუპიურებით იყო სავსე! ჩვენი ოჯახი ვალებში იხრჩობოდა და ჩემოდანი მამას მივუტანე. თავდაპირველად არც დამიჯერა, ეგონა, რომ ვეხუმრებოდი''.
''ზოგი იმისთვის იბადება, რომ გაიმარჯვოს, მაგრამ ეს მოსაწყენია. მე დავიბადე, რათა შევეჯიბრო!''
''ჩემი ამოცანა მუდამ გამარჯვება გახლდათ და არა ის, რბოლა უფრო სანახაობრივი რომ გამეხადა''.
''ღმერთი იმაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ხალხს შეუძლია წარმოიდგინოს''.
სრულად იხილეთ: reitingi.ge