ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი პროფესიული ჩვევით პულსს ისინჯავდა. "პულსი აღარ ისინჯება", - თქვა მან უკანასკნელად.
როცა დედოფალი მარია ანტუანეტა ეშაფოტზე ადიოდა, მას ჯალათის ფეხზე დაებიჯა. "მაპატიეთ, მესიე, შემთხვევით მომიხვდა" – უთხრა დედოფალმა ჯალათს.
იმპერატორმა ელისაბედმა მკურნალები გააოცა, როცა სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე ავიდა ბალიშებზე და მკაცრად წარმოსთქვა: "მე რა, ისევ ცოცხალი ვარ?!" მაგრამ ექიმებმა გაოცებაც ვერ მოასწრეს, რომ ყველაფერი დასრულდა.
ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო'ნილი: "ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! დავიბადე სასტუმროში და, ჯანდაბა, ისევ სასტუმროში ვკვდები.”
მოცეკვავე-ჯაშუშმა მატა ჰარიმ მის წინ მდგომ ჯარისკაცებს, რომელთაც მიზანში ჰყავდათ ამოღებული, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მიმართა: "მზად ვარ, ბიჭებო".
ინგლისელმა მწერალმა-პროზაიკოსმა სომერსეტ მოემმა თქვა: "სიკვდილი – მოსაწყენი რამაა. გირჩევთ, არასოდეს გააკეთოთ ეს.”
ამერიკელი პროზაიკოსი და დრამატურგი უილიამ საროიანი: "სიკვდილი ყველას ხვედრია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?"
ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი სიტონ სტრეიჩი: "თუ ეს სიკვდილია, მე მისგან აღფრთოვანებული სულაც არ ვარ".
ოსკარ უაილდი კვდებოდა ოთახში, სადაც უგემოვნო შპალერი იყო გაკრული. მოახლოებულმა სიკვდილმა ვერ შეცვალა მისი დამოკიდებულება სიცოცხლისადმი.
მას შემდეგ, რაც მწერალმა წარმოთქვა სიტყვები: "მომაკვდინებელი ფერებია! ერთ-ერთ ჩვენგანს აქედან წასვლა მოუწევს", ის წავიდა.