ცნობილია, რომ ნორმალური ადამიანები არ არსებობენ. ასევე დადგენილია, რომ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დარწმუნება - მოსალოდნელი სიგიჟის პირველი ნიშანია. და თუ უკვე გესმით მოახლოებული სანიტრების მძიმე ფეხის ხმა - ჭკუას მოუხმე, უფრო სწორად, იმას, რაც მისგან დაგრჩენიათ.
1. ცოტა იმუშავეთ
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოჰკითხეს 1000-ზე მეტი ისეთი ადამიანი, რომლებიც ერთხელ მაინც სწვევიან ფსიქიატრს კონსულტაციისთვის. აღმოჩნდა, რომ პაციენტების უმეტესობა დაავადდა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გამუდმებულ სტრესს, დაძაბულ ურთიერთობას კოლეგებთან, უფროსების უსამართლო დამოკიდებულებას და სხვა საოფისე პრობლემებს საიმედოდ და ძალზე ეფექტურად მივყავართ სიგიჟის ზღვრამდე. თანაც, არა მარტო ბრიტანელები.
2. ნუ გადაიჭრებით რელიგიაში
ფსიქიატრების აზრით, ჭეშმარიტების უფრო ხშირად რელიგიაში ძიებას ადამიანების უმეტესობა ფსიქიატრიული კლინიკის მყუდრო პალატებისკენ მიჰყავს. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება თავად ღმერთია, მაგრამ პრობლემების მხოლოდ შემოქმედთან გაზიარებით მიწიერი არსებები სავალალო შედეგებამდე მიჰყავს.
ეს ხშირად მიყრუებულ სოფლის მკვიდრთ ემართებათ. როცა ადამიანი ვერ ჰპოვებს გვერდით იმას, ვისაც უნდა, რომ გაუზიაროს ჭირ-ვარამი ან თუნდაც სიხარული, მოსაუბრედ ამ დროს მხოლოდ უფალი რჩება: აგრძელებენ მასთან საუბარს იმ იმედით, რომ მას არა მარტო ესმის მათი, არამედ პასუხობს კიდეც. ასე რომ, როცა კი იგრძნობთ, რომ თქვენი ერთადერთი მოსაუბრე ღმერთია - შეშფოთების უტყუარი მიზეზი გაქვთ.
3. ნუ გამოიყენებთ ბოროტად ვიტამინებს
ამერიკელი მეცნიერები შეშფოთებულები არიან: ჩვეულებრივი ვიტამინების გადამეტებით მიღებას შეუძლია ფსიქიკურ აშლილობამდე მიგვიყვანოს. ყველაზე სახიფათოა ვიტამინ ც-ს დიდი დოზით მიღება. დაიმახსოვრეთ! ასკორბინის მჟავის დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს დიდისთვის 60-70 მგ-ს... და თუ ამას რამდენიმე ჭიქა ფორთოხლის წვენსაც დააყოლებთ, საღ გონებას დაემშვიდობეთ.
4. იცხოვრეთ წყნარად
ფსიქიატრების აზრით, ადამიანი საღ აზროვნებას ინარჩუნებს, თუ ჩვენს ირგვლივ არსებული ქუჩის ხმაური სისტემატურად 65 დეციბალს უდრის. ესე იგი, დიდი ქალაქის მცხოვრებლებს არ გაუმართლათ: ასეთი დასახლებების ცენტრში 70-80 დეციბალია, ზოგან კი ის - 85-საც აღწევს. წყნარ ატმოსფეროს მიჩვეული ადამიანები თუ ასეთ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ, მათ 10%-ს სულ რაღაც ორ წელიწადში ჭკუიდან შეშლის საფრთხე ემუქრება. ასე რომ, თქვენი კოლეგა, რომელიც ქალაქგარეთ წყნარ დასახლებაში ცხოვრობს და ყოველდღე კილომეტრიან საცობში ხვდება, სანამ სამსახურამდე მიაღწევს, სულაც არ ყოფილა უცნაური ადამიანი.
5. დარჩით სახლში
ემიგრანტის დარდი სამშობლოზე და გამუდმებით იმაზე ოცნება, როდის დაუბრუნდება მშობლიურ მხარეს, მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ როგორმე შეინარჩუნოს საღი გონება და არა იმით, რომ მას პატრიოტული სული სტანჯავს.
ისევ და ისევ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემიგრანტები და ჩაკეტილი ნაციონალური საზოგადოებების წარმომადგენლები უფრო ხშირად იშლებიან ჭკუიდან, ვიდრე იგივე ბრიტანეთის მკვიდრნი. სპეციალისტები თვლიან, რომ ადამიანის გონება, ხშირ შემთხვევაში, ადვილად ვერ ეგუება უცხო ქვეყნის კულტურას და მისი ცხოვრების წესებს.