პულიტცერის პრემიის ორგზის ლაურეატი რეგინა ბრეტი საქვეყნოდ ცნობილი სწორედ ამ ცხოვრებისეული აზრების გამოქვეყნების შემდეგ გახდა.
მან კარგად იცის, რაზეც საუბრობს – რეგინამ მართლაც ბევრი რამ გადაიტანა თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს 45-პუნქტიანი სია შეადგინა ქალმა, რომელიც 18 წლის მანძილზე მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაამარცხა მკერდის კიბო და რომელმაც მხოლოდ 45 წლის ასაკში იპოვა ნამდვილი სიყვარული, მიაღწია წარმატებას და ბრწყინვალე კარიერაც გაიკეთა.
45 გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ მოგვცა:
1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც მშვენიერი.
2. თუ ყოყმანობ, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი.
3. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, რომ ის სიძულვილზე დახარჯო.
4. ნუ მიუდგები საკუთარ თავს ზედმეტი სერიოზულობით.
5. ყოველ თვეს გადაიხადე ბანკის ვალები.
6. აუცილებელი არ არის, ყველა კამათში გაიმარჯვო.
7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს იმაზე უკეთესი მკურნალია, ვიდრე მარტოობაში ცრემლების ღვრა.
8. შეგიძლია გაბრაზდე ღმერთზე. ის ამას გაგიგებს.
9. გადადე ფული სიბერისთვის პირველივე ხელფასიდან.
10. როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, შეწინააღმდეგებას აზრი აღარ აქვს.
11. შეეგუე შენს წარსულს, რომ მან არ გააფუჭოს შენი აწმყო.
12. არაფერია იმაში ცუდი, რომ ბავშვებმა შენი ცრემლები დაინახონ.
13. ნუ შეადარებ შენს ცხოვრებას სხვისას. წარმოდგენაც არ გაქვს, სინამდვილეში რისი გადატანა უწევთ მათ.
14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა გახდეს, სჯობს, უარი თქვა მასზე.
15. ყველაფერი, შესაძლოა, თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ ნუ იდარდებ: ღმერთი თვალს არ დაახამხამებს.
16. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ დახარჯო გრძელ, მოსაწყენ საღამოებზე.
17. ყველაფრის გადატანას შეძლებ, თუ დღევანდელი დღე შენთვის საინტერესო იქნება.
18. მწერალი წერს. წერე, თუ გსურს იყო მწერალი.
19. არასოდეს არის გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
20. როცა იმის დრო მოვა, გაჰყვე იმას, რაც შენ ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, ნუ იტყვი უარს.
21. აანთე სანთლები, ჩაიცვი ლამაზი საცვლები, დაწექი ძვირფას თეთრეულში. არაფერი გადაინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა – დღეს არის.
22. გააკეთე ყველაფერი, რაც შენზეა დამოკიდებული და ამაზე მეტიც... შემდეგ კი, რაც იქნება – იქნება.
23. იყავი ექსცენტრიკული ახლა. ნუ დაელოდები ასაკს იმისათვის, რომ ჩაიცვა მკვეთრად წითელი სამოსი.
24. სექსში უმთავრესი ორგანო – ტვინია.
25. შენი ბედნიერება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა სხვაზე.
26. ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა: "იქნება თუ არა ეს ასეთივე მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?"
27. აპატიე ყველას და ყველაფერი.
28. ნურასოდეს აგაღელვებს ის, რას ფიქრობენ შენზე სხვები.
29. დრო ყველაფრის მკურნალია. მიეცი დრო დროს.
30. მნიშვნელობა არ აქვს, კარგია სიტუაცია თუ ცუდი – ის ყველა შემთხვევაში შეიცვლება.
31. სამსახური შენზე არ იზრუნებს, თუ ავად გახდები. ამას შენი მეგობრები და ნათესავები გააკეთებენ. ასე რომ, გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
32. გჯეროდეს საოცრებების.
33. დაბერდე – ბევრად მომგებიანი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.
34. შენს შვილებს მხოლოდ ერთი ბავშვობა აქვთ. შეუქმენი მათ დაუვიწყარი ბავშვობა.
35. გადი სასეირნოდ ყოველდღე. საოცრებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება.
36. რომ მოვაგროვოთ და ავწონოთ ჩვენი პრობლემები და შევადაროთ სხვისას, მაშინვე ჩვენსას დავიბრუნებდით.
37. ნუ დაუწყებ ყურებას ცხოვრებას. უბრალოდ, გააკეთე ახლავე მაქსიმალურად ის, რაც შეგიძლია.
38. შური – დროის ფუჭი ხარჯვაა. შენ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება.
39. თუმცა, ყველაზე მაგარი წინ გელოდება.
40. მოიშორე თავიდან ყველაფერი ის, რასაც ვერ უწოდებ სასარგებლოს, ლამაზს ან სასაცილოს.
41. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც გიყვარს.
42. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს – ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
43. დათმე.
44. ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს ამშვიდებს.
45. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბაფთით შეკრული არ არის, ის მაინც საჩუქარია.
ასევე იხილეთ:
25 ნიშანი იმისა, რომ თქვენ უკვე წარმატებული ხართ, თუნდაც ამას ჯერ თავად ვერც აცნობიერებდეთ