ერთხელ ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ერთი დღე სტუმრებისთვის კარი არ გაეღო.
დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან.
- როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ...
ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან.
- არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო.
გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა!
მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი სიხარულით არ შეხვედრიხარ.
მამაკაცმა გაიღიმა და უპასუხა:
- დაიბადა ის, ვინც კარს ყოველთვის გამიღებს!
ასევე იხილეთ:
რატომ ყვირიან ადამიანები? – იგავი
ქმარმა რომ არ გიღალატოთ - იგავი
უცნაური ანდერძი, რომელიც სულთან სულეიმანმა სიკვდილის წინ დატოვა - იგავი