თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი მამაკაცის ნიშნებთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, ფსიქიკურად ჯანმრთელ ქალთან საქმე უფრო რთულად არის.
როგორც ცნობილია, ქალები მეტად ემოციურები არიან, რთულად გადააქვთ სულიერი ტრავმები.
ამასთან, ქალები ხშირად განიცდიან სტრესულ მდგომარეობებს, ქმრისგან ღალატს, დეპრესიებს, რაც დამღუპველად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე, ბადებს კომპლექსებს და უნდობლობას.
ფსიქიკურად ჯანმრთელი ქალის ნიშნები:
1. ის ყვავის. – უვლის თავს, რადგან სურს, ყოველთვის მიმზიდველი იყოს.
2. ის იშვიათად სვამს და ეწევა. – მას არ აქვს ალკოჰოლისა და მოწევის მოთხოვნილება.
3. ის ადეკვატურად რეაგირებს კომპლიმენტებზე. – ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და თავისუფალია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში.
4. მას აქვს ჰობი. – ის თვითრეალიზაციისკენ მიისწრაფვის და აკეთებს საქმეს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და უყვარს.
5. მის მეტყველებაში არ არსებობს უწმაწური სიტყვები. – ის გამართულად საუბრობს და არ გამოიყენებს უცენზურო ლექსიკას.
6. მას ესმის ხუმრობა. – აქვს ჯანმრთელი იუმორის გრძნობა.
7. მას უყვარს ტკბილეული. – ფსიქიკურად ჯანმრთელი ქალი, როგორც წესი, გიჟდება ტკბილეულზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი ნერვული უჯრედები საკმარისად იკვებება, შესაბამისად, არ არის გაღიზიანებული და ნებისმიერ კონფლიქტს მშვიდობიანად აგვარებს.
ქალის საეჭვო მანერები
1. ის ტირის სექსის შემდეგ, ხანდახან კი მის დროსაც.
2. მას უყვარს კარაოკე. – მიუხედავად იმისა, რომ დათვმა დააბიჯა ყურზე.
3. ის სოციალურ ქსელებში პოსტავს საკუთარ შიშველ ფოტოებს. – მიუხედავად იმისა, რომ მის ხელის მტევანსაც ვერ დავარქმევდით გამხდარს.
4. ის გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს. - მაგალითად, ხელფასზე, უფროსზე, ჩექმაზე, კომპიუტერზე, კრედიტებზე და სხვა. და რა თქმა უნდა, გარეგნობაც შესაბამისი აქვს – სასოწარკვეთილი.
5. ის გამუდმებით რომელიღაც ცნობილი დარდის ტყვეა.
6. ნებისმიერ, ყველაზე უვნებელ შეკითხვაზეც პასუხობს გაურკვევლად. – მაგალითად, შეკითხვაზე: "რამდენი წლის ხარ?" პასუხობს: "თავად გამოიცანი" და სხვა.
7. წვეულებაზე იმაზე ადრე თვრება, ვიდრე ყველა სტუმარი შეიკრიბება.
8. ის დიეტაზეა, მაგრამ არასოდეს ჰყოფნის ერთი ულუფა კარტოფილი ფრი.
9. არასოდეს უშვებს ხელიდან ტელეფონს. – მათ შორის, სექსის დროსაც და "ჩექინდება" პროდუქტების მაღაზიებშიც კი.
10. არ იცის სხვა ზედსართავი სახელი, გარდა "ჯოჯოხეთურისა". – ასევე არ ცნობს სხვა მწერალს, გარდა სტეფან მაიერისა და არ სვამს სხვა სასმელს, გარდა უცხიმო ლატესი.