ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სიტუაციაა: უკვე გვიანია, თითქოს ძალიან გვეძინება, დავწვებით და არაფერი გამოგვდის. იქნებ იმიტომ, რომ უამრავი აკვიატებული აზრი გვიტრიალებს თავში? იცით, რომ ამ დროს თითქმის ერთი და იგივე აზრები მოგვდის თავში ადამიანებს? აი, მაგალითად:
1. ნეტავ ხომ დავკეტე კარი?
2. თუ ახლა დავიძინებ, 6 საათი და 17 წუთი ძილი გამომივა.
3. ეს რა ხმაური ისმის სამზარეულოდან?
4. ჰო, ალბათ ძაღლია (კატაა);
5. მოიცადე, ძაღლი (კატა) ხომ აქ არის.
6. მაშინ ვინ იყო?
7. ძალიან ცხელა;
8. ახლა ძალიან ცივა;
9. პირდაპირ ვგრძნობ, როგორ მეკიდება თვალების ქვეშ ტომრები.
10. ხვალ ისეთი გადაღლილი სახე მექნება.
11. და მაინც, რა ხმა ისმოდა სამზარეულოდან?!
12. ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონი ხელში მეჭირება და ისე დავიძინებ.
13. აბა, ერთი "ინსტაგრამს" შევამოწმებ.
14. უბრალოდ, შევიჭყიტები "ფეისბუქში", უცებ.
15. ვიღაცას მოუწერია!
16. მაშ ასე, თუ ახლავე დავიძინებ, 5 საათსა და 32 წუთს ვიძინებ.
17. ნეტავ დავაყენე მაღვიძარა?
18. იქნებ არ მუშაობს?
19. რა სასიამოვნოა ბალიშის გრილი მხარე.
20. რა მომედო ამ წამს მხარზე?! ობობაა?
21. უფ, ჩემი თმაა.
22. უნდა შევიჭრა.
23. საინტერესოა, რა ღირს ახლა იმ ცნობილ სტილისტთან შეჭრა?
24. იქნებ თავად მეცადა.
25. არა, ბოლოს რომ შევიჭერი, საშინელება გამოვიდა.
26. რა ჰქვია იმ ფილმს ნეტავ, ბრედ პიტი რომ შლაპით დადიოდა?
27. კიდევ ის თამაშობდა, რა ჰქვია...
28. როგორ დამავიწყდა მისი სახელი?!
29. არადა, ამ სახლში უკვე ყველას სძინავს.
30. სირენა? სადღაც ხანძარია?
31. გამიკვირდება, თუ რომელიმეს ჩემი მეგობრებიდან ამ დროს არ სძინავს.
32. უფ, ახალი მატრასი მჭირდება.
33. მუცელზე დავწვები.
34. არა, ასე ვერ ვსუნთქავ. ზურგზე დავწვები.
35. უკვე 2 საათია ვწევარ. რაიმე სასარგებლოს მაინც გავაკეთებდი ამ ორი საათის განმავლობაში.
36. მშია.
37. ხვალ ბებიას უნდა დავურეკო.
38. ხვალ. ხვალ. მშია.
39. თუ ახლავე დავიძინებ, 4 საათი ძილი გამომივა.
40. ჯანდაბას! გავხსნი ნოუთბუქს.