ხანდახან მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან ქალების შესახებ, მაგრამ ეს ძვირფასი ცოდნა იმ წამსვე იმსხვრევა, როცა ქალი ისეთ რაიმეს მოიმოქმედებს, რომელსაც არათუ მამაკაცი, არამედ თავადაც არ მოელოდა საკუთარი თავისგან.
გთავაზობთ იმ ქალური ხრიკების ჩამონათვალს, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს წარმოიდგენდა.
მაშ ასე:
1. ქალს შეუძლია ატაროს ერთი და იგივე ბიუსტჰალტერი დიდ ხნის განმავლობაში. იმიტომ, რომ ის ყველაზე საყვარელია.
2. ისინი შიშვლდებიან და სარკის წინ თავს იწონებენ ყველაზე სულელურ პოზებში, იმისათვის, რომ რომელიმეში უფრო გამხდარი გამოჩნდნენ.
3. სარკის წინ ტირიან. უბრალოდ, იმიტომ, რომ დარწმუნდნენ, ხომ საყვარლად გამოიყურებიან ასეთ მომენტში. მაგრამ როგორც წესი, ამ დროს საკუთარი თავი არავის მოსწონს.
4. არ იპარსავენ ფეხებს, სანამ ტყე არ ამოეზრდებათ.
5. სხვა ქალებით იმდენად აღფრთოვანდებიან, რამდენადაც მათი შურთ.
6. შეუძლიათ უდიდესი დრო მოანდომონ ერთადერთი წარბის ამოქნას, რომელიც ვერა და ვერ დაიმორჩილეს.
7. ცეკვავენ სტრიპტიზს სარკის წინ, უბრალოდ, თავისთვის და პირობას დებენ, რომ არასოდეს გაიხდიან სხვის წინაშე. თუმცა ამ პირობას აუცილებლად არღვევენ.
8 . როცა ფიქრობენ, რომ არავინ უყურებთ, შეუმჩნევლად ისწორებენ ბიუსტჰალტერში მკერდს, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერი ადგილზე აქვთ.
9. შეუძლიათ იტირონ აბსოლუტურად უმიზეზოდ და შემდეგ სულელურად გრძნობენ ამის გამო თავს.
10. ხშირად მაკიაჟის კეთებისას თვალში ტუშის ფუნჯს იტაკებენ ხოლმე.
11. ყოველდღე გაუთავებლად განიცდიან გარდერობულ სატანჯველს, სახელწოდებით "არაფერი მაქვს ჩასაცმელი".
12. არ წვებიან შუაღამემდე მხოლოდ იმის გამო, რომ ლაქი, რომელიც ფეხის ფრჩხილებზე წაისვეს, კარგად არ გამშრალა.
13. აბრეშუმის ან ატლასის პიჟამას მხოლოდ მაშინ იცვამენ, როცა ფეხები გაპარსული აქვთ.
14. საოცარ შვებასა და ბედნიერებას განიცდიან დღის ბოლოს, როცა ბიუსტჰალტერს იხდიან.
15. ყიდულობენ წითელ პომადას. ისვამენ. შემდეგ სარკეში აკვირდებიან საკუთარ თავს. მოსწონთ, მაგრამ აღარასოდეს ისვამენ მას.