დაიხედეთ ხელისგულზე, ხომ არ გაქვთ გამოსახული "M"? თუ ასეა, მაშინ მიმართეთ ქირომანტიას.
ხელისგულზე გამოსახულ სიმბოლოებსა და ნიშნებს ქირომანტია შეისწავლის და ნებისმიერ ნიშანს თავისი ახსნა აქვს.
ხელისგულზე გამოსახული ასოები ყველაზე ამოუცნობი ნიშნებია. ამიტომაც მათ მიმართ ინტერესი უძველესი დროიდან მოდის.
პირველ რიგში, ქირომანტიის მიხედვით, ხელისგულზე გამოსახული ასო ("M") გამოცდილ სულს ნიშნავს, - განსაკუთრებით მაშინ, თუ ასო ორივე ხელზეა გამოსახული.
მრავალჯერ რეინკარნირებული და განსხეულებული სულის ამოცნობა სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არის შესაძლებელი. ასე რომ, მარჯვენა და მარცხენა ხელისგულებზე მკვეთრად გამოსახული ასო M, რომელიც წარმოქმნილია თავის, გულის, ბედისა და სიცოცხლის ხაზებით, ადამიანის კარმულ გამოცდილებაზე მეტყველებს.
ქირომანტიის მიხედვით, ასო M ხელისგულზე შეიძლება იყოს როგორც პატარა ზომის და ხელისგულის სხვადასხვა ადგილას გამოსახული, ასევე დიდი, მთელ ხელისგულზე.
თუკი ასო M მხოლოდ მარჯვენა ხელზეა გამოსახული - ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში ეს ადამიანი რადიკალურად შეცვლილია, ის გახდა უფრო პრაქტიკული, მიწიერი, ბრძენი - გადაწყვეტილებების მიღებისას; ფრთხილი, გამომგონებლური ბუნებით დაჯილდოებული და ის, პირველ რიგში, ცხოვრების მატერიალურ მხარეს აფასებს, - თუმცა შორსაა სულიერებისგან.
რაც უფრო მკვეთრად არის ეს ასო ხელისგულზე გამოსახული, მით მეტად კეთილშობილია ადამიანი. ასო M მთავარი ხაზებით, სამი ჰორიზონტალური სტიგმით არის ხელზე წარმოქმნილი.
ხანდახან M თავის მფლობელში ფარავს ხორციელი ვნებებისადმი დაუკმაყოფილებელ ჟინს; ასევე, ეს ნიშანი მფლობელის სისულელეზეც მეტყველებს. თუმცა ეს უკანასკნელი თვისებები ადამიანში მაშინ გამოვლინდება, თუკი ასო M-ს მონახაზი ხელისგულზე მკვეთრი არ არის.
ასევე იხილეთ:
რას გეუბნება შენს ცხოვრებაზე ხელისგულზე გავლებული "გულის ხაზი"?