აღმოსავლეთი – სიბრძნის საბადოა. ეს ყველაფერში აისახება: მათ ცხოვრების წესში, მენტალიტეტში, კულტურასა და სულიერ ფასეულობებში. გთავაზობთ 10 უძველეს აღმოსავლურ გამონათქვამს, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ:
1. გულიდან წამოსული სიტყვა პირდაპირ გულში ხვდება, ხოლო ენიდან წამოცდენილი – ყურებზე შორს არ მიდის.
2. გაჩერებული სიტყვა შენი მონაა, წამოცდენილი სიტყვა – შენი ბატონი;
3. სიკვდილი – შენკენ ნასროლი ისარია, ხოლო სიცოცხლე – ის წამი, სანამ ისარი მოგხვდება.
4. ადამიანებს, რომლებსაც გაწითლება შეუძლიათ, შეუძლებელია შავი გული ჰქონდეთ.
5. სუსტებზე გამარჯვება მარცხის ტოლფასია.
6. ყოველთვის ყველაფერს ნათელი მხრიდან შეხედე და თუკი რაიმეს ასეთი მხარე არ აქვს – წმინდე იქამდე, სანამ ბზინვას არ დაიწყებს.
7. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ვიდრე უბედურის გაბედნიერება.
8. მადა პირველივე ლუკმიდან მოდის, ხოლო კამათი – პირველივე სიტყვიდან.
9. კარგი მხოლოდ ის შფოთვაა, რომლის მეშვეობითაც სიმშვიდეს მოვიპოვებთ.
10. ერთი ისრით ორ სამიზნეში მოხვედრა შეუძლებელია.
ასევე იხილეთ:
ბიზნესის 22 წესი ებრაელებისგან. მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს!