რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის, რომ სიგარეტს უნდა დაანებოთ თავი? თუ იმიტომ ვერ ამბობთ უარს ამ მავნე ჩვევაზე, რომ წონაში მომატების გეშინიათ, გასწავლით რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც გარანტიას მოგცემთ, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში გრამსაც არ მოიმატებთ.
1. უარი თქვით მწარეზე, მჟავეზე, შემწვარსა და შებოლილ საკვებზე
ასეთი საკვების მიღებისას ღიზიანდება გემოს რეცეპტორები, რომლებიც თამბაქოს მიმართაც მგრძნობიარეა – მისი მეშვეობით არა მარტო ჭამის, არამედ მოწევის სურვილიც გიჩნდებათ.
2. ჯანჯაფილი
თუ მოწევა მოგინდათ, დაიდეთ ენის წვერზე ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი. როგორც წესი, მოწევის სურვილი ქრება, ხოლო ჯანჯაფილი სუნთქვას ჯანმრთელს გახდის და ასევე, მას ცხიმისმწველი ეფექტიც აქვს.
3. მიირთვით ბოსტნეული
ბოსტნეულში შემავალი დიდი რაოდენობით უჯრედისი არა მხოლოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, არამედ ნაყროვანების შეგრძნებასაც იწვევს. აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ნიახური, პომიდორი, ლობიო.
4. უარი თქვით ალკოჰოლსა და ყავაზე
პირველ რიგში, ალკოჰოლური სასმელები ბევრ კალორიას შეიცავს, მეორეც, სპირტიანი სასმლისა და ყავის მიღების შემდეგ მოწევის სურვილი მძაფრდება.
5. ასკორბინის მჟავა
იმის გამო, რომ ნიკოტინი ორგანიზმში ვიტამინი C-ს მარაგს ანადგურებს, რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანა ღირს, რომლებიც ასკორბინის მჟავით არის მდიდარი. ასეთებია: ციტრუსები, შავი მოცხარი, ტკბილი წიწაკა, ისპანახი, კომბოსტოს მწნილი.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა გაისუფთაოთ ფილტვები 3 დღეში თუ მოწევას თავი დაანებეთ