მუსკატის ყურძნის წიპწის ზეთი E ვიტამინის განსაკუთრებულ ფორმას შეიცავს, რაც ზედმეტ წონას ძალიან ეფექტურად ებრძვის, - ეს დასკვნა გამოიტანეს ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
მეცნიერების აზრით, ზეთს შეუძლია შეამციროს ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა, რადგან შეიცავს ტოკოტრიენოლს – E ვიტამინის განსაკუთრებულ ფორმას.
გარდა ამისა, მუსკატის ჯიშის ყურძნის წიპწის ზეთი – მონო და პოლიდატვირთული ცხიმოვანი მჟავების უნიკალური წყაროა, რაც თავის მხრივ, სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სასარგებლო მჟავების შემცველობა წიპწებში 80-90%-მდე აღწევს.
ჯერჯერობით მუსკატის ჯიშის ყურძნისგან მხოლოდ წვენებსა და ღვინოს აწარმოებენ, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მათი კვლევების შემდეგ აქტიურად დაიწყებენ მისგან ზეთის წარმოებასაც.
ასევე იხილეთ:
ხართ თუ არა მიდრეკილი სიმსუქნისკენ?